გზა წარმატებისკენ - დაიწყე კარიერა თეგეტაში
გზა წარმატებისკენ - დაიწყე კარიერა თეგეტაში
კატეგორიის სხვა სიახლეები
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მოადგილეებთან ზურაბ აბაშიძესთან და თინათინ ნიბლოშვილთან, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარესთან ოთარ გრიგოლიასთან და საკრებულოს წევრებთან ერთად „თბილისობა 2022“-ისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
18:40 / 01.10.2022
ბინის შეძენა ცხოვრებაში გადადგმული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, ამიტომ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, როგორც წესი, ადამიანები ძალიან ბევრს ფიქრობენ. სხვადასხვა საკითხს დაკვირვებით განიხილავენ მათთან ერთად, ვისთანაც უნდა იცხოვრონ ახალ სახლში.
11:44 / 30.09.2022
წვეულების ორგანიზებას თან გარკვეული სტრესი და დაძაბულობა ახლავს, რადგან ნებისმიერი შინაარსის ღონისძიება უმცირესი დეტალების საფუძვლიანი ორგანიზებით იქმნება. ამ პროცესში პროფესიონალი ორგანიზატორების ჩართულობა გადამწყვეტია, ამიტომ, დღესდღეობით, ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გამოცდილი კომპანიის, ივენთივის, სერვისები ბაზარზე ძალიან მოთხოვნადია. ივენთივის გამოცდილი გუნდი პერსონალური შინაარსის წვეულებებს ინდივიდუალური მოთხოვნების გათვალისწინებით ქმნის. კომპანია ისეთ სერვისებს გთავაზობთ, როგორიცაა: ქორწილის ორგანიზება, დაბადების დღის ორგანიზება, კორპორატიული თუ ბიზნეს ივენთები და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ტიპის სერვისები: ფურშეტი, ქეითერინგი, ინვენტარის დაქირავება, პროფესიონალური ფეიერვერკი და ა.შ.

დაბადების დღის ორგანიზება

პერსონალური შინაარსის ღონისძიებებში დაბადების დღის ორგანიზება ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია. თითოეულ დამკვეთს სურს ეს დღე არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ თითოეული სტუმრისთვისაც დაუვიწყარი იყოს. ივენთივის გუნდი უზრუნველყოფს წვეულების ინვენტარით მომარაგებას, დიზაინს, ლოჯისტიკას, კერძების მომზადებას, თითოეული დეტალის დაგეგმვასა და მონიტორინგს ღონისძიების დასრულებამდე.

ქორწილის ორგანიზება

ქორწილის დაგეგმვა eventive.ge-ის გამოცდილ გუნდთან ერთად დახვეწილი და სასიამოვნო პროცესია, რომელშიც გათვალისწინებულია ნებისმიერი ტიპის მომსახურება საქორწინო მოსაწვევების დიზაინიდან, პატარძლის სილამაზეზე ზრუნვის ჩათვლით. თქვენ აღარ მოგიწევთ დამოუკიდებლად ეძებოთ ინვენტარი, იზრუნოთ მენიუზე და ფოტოგრაფზე. ნებისმიერი დეტალის ორგანიზებაში პროფესიონალები მიიღებენ მონაწილეობას, რაც დაუგეგმავი ხარჯებითა და გაუთვალისწინებელი დაბრკოლებებით გამოწვეულ სტრესს აგარიდებთ თავიდან.

ფურშეტი და ქეითერინგი

წვეულება გემრიელი კერძებისა და დახვეწილი მენიუს გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომ ამ მიმართულებით თითოეული სტუმრის გემოვნების გათვალისწინებაც აუცილებელია. ეს პროცესი განსაკუთრებით რთულდება ისეთი ტიპის ღონისძიებებზე, სადაც ასობით სტუმარია მოწვეული, შესაბამისად, გამოცდილების გარეშე ფურშეტისა და ქეითერინგის დაგეგმვას საკუთარ თავზე ნუ აიღებთ. ივენთივთან ერთად შეგიძლიათ შეადგინოთ სარესტორნო მენიუ, ლანჩ-ბოქს მენიუები, ფურშეტის მენიუ, კანაპე ბიზნეს ღონისძიებისთვის და ა.შ.


კორპორატიული ღონისძიებები

ივენთივის გუნდი მრავალი წელია წარმატებით აწყობს კორპორატიულ თუ ბიზნეს ღონისძიებებს, სემინარებსა და კონფერენციებს. ნებისმიერი ტიპის ივენთის ორგანიზებისას გაითვალისწინება წვეულების მიზანი და ორგანიზაციული კულტურა, რაც ხშირ შემთხვევაში თანამშრომელთა დაახლოებისა და ბიზნესის განვითარების წინაპირობაც ხდება.

ინვენტარის დაქირავება

სადღესასწაულო ინვენტარის მოძიება საკმაოდ შრომატევადი პროცესია, რადგან წვეულების ავეჯი სრული კონცეფციის გემოვნებიანი ნაწილი უნდა იყოს. ივენთივის ასორტიმენტში მაგიდა და სკამები, ტენტები და ნებისმიერი ტიპის ინვენტარია წარმოდგენილი, როგორც ღია, ასევე დახურული ტიპის ღონისძიებისთვის.

ფეიერვერკი
|
წვეულების ეფექტური კულმინაცია წარმოუდგენელია ფეიერვერკების გარეშე, ამიტომ ივენთივის გუნდი პროფესიონალური პიროტექნიკის ფართო ასორტიმენტს გთავაზობთ, როგორც გარე (საახალწლო ფეიერვერკი, დასადგამი ფეიერვერკი, საქორწილო ფეიერვერკი), ასევე შიდა სივრცეში გამოსაყენებლად. ფეიერვერკი ნებისმიერ ღონისძიებას დაუვიწყარს გახდის და მოწვეულთ სასიამოვნოდ გააოცებს.
ივენთივი თქვენს წარმოსახვას რეალობად აქცევს, რადგან კომპანიას ყველანაირი რესურსი და გამოცდილება აქვს იმისთვის, რომ თქვენს ინდივიდუალურ სურვილებს სწორი მიმართულებები მისცეს და შექმნას წვეულება, რომელიც გამორჩეულ თარიღს სამუდამოდ დაგამახსოვრებთ.


11:22 / 30.09.2022
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თინათინ ნიბლოშვილის ინიციატივით დაწყებული პროექტის ,,კინო ყველგან'' ფარგლებში ამ სეზონის ბოლო ჩვენება გაიმართა. აუდიტორიისათვის ნანა მჭედლიძის ქართული მხატვრული ფილმის „პირველი მერცხალი''- ს აღდგენილი ვერსიის ჩვენება მოეწყო. ფილმის აღდგენის პროცესი ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით რამდენიმე თვის წინ დასრულდა.
16:05 / 29.09.2022
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ სატრანსპორტო რეფორმასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
16:06 / 28.09.2022
ხომ არ დაგვავიწყდა, რა ვითარება იყო ე.წ. მარშუტკებში?! ცხვირ-პირის მტვრევა რომ მიდიოდა: „კონდიციონერი ჩართე!“ , „არ მუშაობს“. ეს წარსულს ჩავაბარეთ - ადამიანმა, 500, 700 - დოლარიანი მანქანა კი არ უნდა შეიძინოს, რომ ერთი ადგილიდან მეორეში გადაადგილდეს, ისეთი კომფორტული უნდა იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომ მას ამის საჭიროება არ ჰქონდეს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც სატრანსპორტო პოლიტიკაზე ისაუბრა.
12:14 / 28.09.2022
გასულ წელს პიკურ პერიოდში (დეკემბრის დღეებში) ქალაქში მოძრაობდა 460 ათასი ავტომობილი, დღეს, ყოველდღიურად დედაქალაქში მოძრაობს 590 ათასი კერძო ავტომობილი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
12:06 / 28.09.2022
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.
15:06 / 27.09.2022
თბილისში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენცია „გლობალური მოვლენები, რომლებმაც შეცვალეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემები” მიმდინარეობს. კონფერენციას, რომელიც 25-29 სექტემბერს იმართება, საქართველოს პროკურატურა მასპინძლობს.
12:02 / 27.09.2022
დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისში შექმნილ საცობებს ქეთევან დედოფლისა და მელიქიშვილის გამზირებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებით ხსნის.
16:46 / 24.09.2022
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
×