როგორ ირჩევთ სამკაულებს და როგორ უხამებთ მათ თქვენს გარდერობს? იცით როგორ გამოიყენოთ თქვენი სამკაულების კოლექცია ისე, რომ არ იყოს მოსაწყენი? პასუხები ყოველთვის არ არის ნათელი, თუმცა არასოდეს შეშინდეთ, რადგან მსოფლიო იუველირები საუკეთესო საიუველირო სტილის რჩევებს იძლევიან, რომელიც მუდამ მოდურად და განსხვავებულად ყოფნაში დაგეხმარებათ.
თქვენ შესაძლოა საიუველირო კოლექცია უკვე გაქვთ, რომელიც სავსეა თქვენი საყვარელი ნივთებით , თუმცა მათ მაქსიმუმს არ იყენებთ, ვინაიდან არ ხართ დარწმუნებული, საიდან დაიწყოთ. ან შესაძლოა მსგავსი კოლექცია არ გაქვთ და უბრალოდ არ ხართ იცით საყვარელი სამკაულების კოლექციის შექმნა რომელი აქსესუარებით დაიწყოთ.
კარგი ამბავი ისაა, რომ არსებობს სხვადასხვა საიუველირო სტილის და მოდის რჩევები და ხრიკები, რომლებიც დაგეხმარებათ ატაროთ ლამაზი, მოდური და მუდამ აქტუალური სამკაულები, რომლებიც ავსებს თქვენს სტილის, პიროვნებას და ტანისამოსს.
პირველ რიგში გახსოვდეთ, რომ სამკაულების ჩართვა თქვენს გარეგნობაში ყოველთვის კარგი იდეაა. ის მოგცემთ შესაძლებლობას, ერთსა და იმავე ტანისამოსში სხვადასხვანაირად გამოიყურებოდეთ.
თქვენი კოლექციის გადახალისება ან შექმნა Time-ის მაღაზიათა ქსელში შეგიძლიათ. იქ, სადაც ყველანაირი სტილისა და გემოვნების ადამიანი იპოვის მისთვის საუკეთესო სამკაულებს. მნიშვნელობა არ აქვს თქვენს სქესს, ასაკს, გემოვნებას, სტილს თუ სხვა გასათვალისწინებელ გარემოებებს - Time - ის მუდამ განახლებადი კოლექცია არჩევანის უკიდეგანო შესაძლებლობებს გაძლევთ.
მიმზიდველი და მრავალფეროვანი ლუქისთვის შეგიძლიათ კონტრასტული სიგრძის, ფორმის, ფერისა და ტექსტურის ყელსაბამები, ბეჭდები, სამაჯურები და ზოგიერთ შემთხვევაში საყურეებიც კი სცადოთ.
სამკაულების მიქსი ერთგვარი ექსპერიმენტიცაა, თუმცა ამავე დროს იმის საშუალება, რომ მუდამ მრავალფეროვანი განწყობა შეიქმნათ.
აქ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვიცოდეთ სად გავჩერდეთ. სამკაულები შესაძლოა იყოს ბევრი, თუმცა შესაძლოა ძალიან ბევრიც კი იყოს.
თუკი მაგალითად ყელსაბამების რამდენიმეფენიან ასხმას იკეთებთ, კარგად დაფიქრდით სანამ მათთან ერთად სამაჯურს გაიკეთებთ, რადგან ის შესაძლოა უკვე ზედმეტიც იყოს.
სამკაულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი საყურეებია. როგორც წესი, ის ყურადღების ცენტრში აუცილებლად ექცევა, როდესაც ადამიანს ესაუბრებით. ამიტომ უნდა გაითვალისწინოთ, რომ გარდა მთლიანი გარეგნობისა და ჩაცმის სტილისა, საყურეები თქვენი სახის ფორმებს, თმის ვარცხნილობას, თვალის ფერსა და კანის ტონსაც კი უნდა მოარგოთ.
Time-ში სწორად შერჩეულ სამკაულებსა და აქსესუარებს შეუძლია მარტივი - თუნდაც მოსაწყენი სამოსი თითქმის ყოველთვის განსაკუთრებულად გამოკვეთოს.