ნებისმიერ საცხოვრებელ სივრცეში კომფორტული გარემოს შესაქმნელად ცენტრალური გათბობა ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. ათწლიანი გამოცდილებით, თერმოინდუსტრია საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს იტალიიდან, გერმანიიდან, უნგრეთიდან, ბელგიიდან, სლოვენიიდან და თურქეთიდან იმპორტირებულ პროდუქციას აწვდის. თერმოინდუსტრია ორიენტირებულია ხარისხსა და კვალიფიციურ მომსახურებაზე. თითოეული პროდუქტი სპეციალურ ელექტრონულ, ჰიდრავლიკურ და უსაფრთხოების ლაბორატორიულ შემოწმებას გადის. პროდუქციას მინიჭებული აქვს ISO სერტიფიკატი და კომპანია დასაქმებული სპეციალისტების გადამზადებაზეც აქტიურად ზრუნავს.
რა პროდუქციის შეძენაა შესაძლებელი თერმოინდუსტრიაში?
თერმოინდუსტრია მომხმარებლებს ცენტრალური გათბობის სისტემების ყველაზე ფართო არჩევანს სთავაზობს. სტაციონალური ქვაბები, ენერგოდამზოგავი სისტემები, სხვადასხვა ზომისა და ფორმის რადიატორები, თბილი იატაკი - ჩამოთვლილი პროდუქტები უსაფრთხოების მაღალი დონითა და ეკომეგობრული მახასიათებლებით გამოირჩევა. აქედან გამომდინარე ექსპლუატაციის პერიოდში არ იქმნება ზედმეტი დანახარჯი და გარემო დაბინძურებისგან დაცულია.
თერმოინდუსტრიაში ცენტრალური გათბობის ქვაბების სხვადასხვა სისტემაა წარმოდგენილი, მათ შორის ბუნებრივ აირზე და მყარ საწვავზე მომუშავე კედლის ქვაბები ყველაზე მოთხოვნადია. საცხოვრებელი ბინებისთვის უმჯობესია არჩევანი ბუნებრივ აირზე მომუშავე კედლის ქვაბზე შეაჩეროთ, რადგან ამ შემთხვევაში ეკონომიურობა და კომპაქტურობა პრიორიტეტულია. გაითვალისწინეთ, რომ ქვაბის სიმძლავრე საცხოვრებელი სახლის ფართობის მიხედვით უნდა შეიძინოთ. ყოველ 10 კვადრატულ მეტრ სივრცეზე 1 კვტ ენერგიაა საჭირო, ამიტომ ნებისმიერი შენობის გათბობის სისტემა ინდივიდუალურად უნდა ავარჩიოთ. გათბობის სისტემის ორკონტურიანი დანადგარი როგორც ბინის გათბობას, ასევე ცხელი წყლით მომარაგებასაც უზრუნველყოფს.
რადიატორების შერჩევისას მნიშვნელოვანია გამოვყოთ ალუმინის რადიატორი, რომელიც შედარებით მსუბუქია და სექციურ ნაწილებად იყიდება. ამ ტიპის რადიატორების მოქნილობა იმაში მდგომარეობს, რომ სექციების დამატება, ან ამოკლება მარტივია. ფოლადის რადიატორი სტანდარტული ზომებით იწარმოება, რომელიც დაბალ ტემპერატურაზეც უპრობლემოდ მუშაობს და ერთნაირი დიზაინით მზადდება. რაც შეეხება ყველაზე გამძლე ტიპს, პროფესიონალები რეკომენდაციას თუჯის რადიატორებს უწევენ, რომელთა ექსპლუატაციის პერიოდი 50 წელია, სითბოს დიდხანს ინარჩუნებს და მაღალი კოროზიამედეგობით გამოირჩევა.
ცენტრალური გათბობის სისტემა ხანგრძლივი მოხმარების პროდუქტია, ამიტომ მისი შერჩევა უმჯობესია პროფესიონალებს ანდოთ. კვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებული კომპანია, თერმოინდუსტრია, თანამედროვე და ხარისხზე ორიენტირებული მიდგომებით, მომხმარებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მსოფლიოს 35-ზე მეტი ბრენდის, 3000 დასახელების პროდუქტით, თერმოინდუსტრია საქართველოს ბაზარზე ლიდერ პოზიციას იკავებს. კომპანია მაღალტექოლოგიური პროდუქტების ფართო არჩევანითა და ხარისხის კონტროლის მექანიზმით უკონკურენტოა, ამიტომ მომხმარებლებთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბება გარანტირებულია.