დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 13 ივნისიდან 19 ივნისის ჩათვლით საქართველოში კოვიდინფიცირების 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 482 ადამიანი, 1 პაციენტი კი გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 78 650 ტესტი (72 494 ანტიგენ ტესტი, 6 156 პჯრ ტესტი. მათივე ცნობით, უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, ის 0.78%-ს შეადგენს.