კისრის დაჭიმულობასა და ტკივილს იწვევს ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა - კომპიუტერთან ჯდომა, ტელეფონში ყურება თუ უბრალოდ ერთ პოზაში დიდხანს გაჩერება. თანამედროვე ცხოვრებაში უამრავი გარემოება არსებობს იმისთვის, რომ კისრის დაჭიმულობამ შეგვაწუხოს და დისკომფორტი შეგვიქმნას. ეს პრობლემა განსაკუთრებით აწუხებთ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს - მკერავებს, მძღოლებსა და მწერლებს. სწორედ ამისთვის შეიქმნა კისრის ბალიში. დღეს სამედიცინო ბაზარზე ამ პროდუქტის სხვადასხვა მოდელი არის წარმოდგენილი. მაგალითად, კისრის გასაბერი ბალიში დაძაბული რეჟიმის დროს მდგომარეობას გვიმსუბუქებს. ძალიან მარტივია მისი დარეგულირება და სასურველ ფორმაზე მორგება. მისი გამოყენება ასევე ეფექტურია ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა: რევმატული ართრიტი, ოსტეოქონდროზი, კისრის ოსტეოართრიტი და დისკის თიაქარი.
რა ტიპის კისრის ბალიშებს გთავაზობთ “ახალი ხედვა”?
კომპანია “ახალი ხედვა” კისრის ბალიშების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. მათი მწარმოებელია ექსკლუზიური ბრენდები - მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger . განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
● კისრის გასაბერი ბალიში - საუკეთესო საშუალებაა კისრის სარელაქსაციოდ და ტკივილის მოსახსნელად. ხსნის დაღლილობისა და დაჭიმულობის შეგრძნებას ხერხემლის არეში. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც კომპიუტერთან მუშაობისას, ასევე სახლის პირობებში, მგზავრობისას ან დასვენებისას. ძალიან მარტივია მისი დარეგულირება და სასურველ ფორმაზე მორგებაც. ეს პროდუქტი დამზადებულია მდგრადი მასალისაგან, რომელიც იბერება და არ ზიანდება ხანგრძლივი და სისტემატური მოხმარებისას.
● კისრის ორთოპედიული ბალიში - განკუთვნილია თავისა და კისრის მიდამოს ფიქსაციისთვის. მისი გამოყენება შეიძლება როგორც კომფორტული ძილისთვის, ასევე სამედიცინო დანიშნულებით, კისრის ოსტეოქონდროზის,თავის ქრონიკული ტკივილისა და აპნოეს დროს.
● სამგზავრო ბალიში - იდეალურია მშვიდი და სასიამოვნო მგზავრობისთვის. სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების დროს ამ პროდუქტს ადამიანები ძალიან ხშირად იყენებენ. მისი განსაკუთრებული ფორმა უზრუნველყოფს თავისა და კისრის მიდამოს ფიქსაციას, ამიტომ მგზავრობის დროს ამ ნივთის ტარება მნიშვნელოვანია.