იტალიაში მცხოვრები ქართველი ქალი, რომელიც 5 დღის წინ გაუჩინარდა, ნაპოვნია. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელით ერთ-ერთი ემიგრანტი ლოლა ტებიძე ავრცელებს.
მისი განცხადებით, სალომე ტეტუნაშვილი, სან-ჯოვანიზე ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება და მის წამოსაყვანად ამ წუთებში მიდიან.