კისრის დაჭიმულობასა და ტკივილს იწვევს ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა - კომპიუტერთან ჯდომა, ტელეფონში ყურება თუ უბრალოდ ერთ პოზაში დიდხანს გაჩერება. თანამედროვე ცხოვრებაში უამრავი გარემოება არსებობს იმისთვის, რომ კისრის დაჭიმულობამ შეგვაწუხოს და დისკომფორტი შეგვიქმნას. ეს პრობლემა განსაკუთრებით აწუხებთ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს - მკერავებს, მძღოლებსა და მწერლებს. სწორედ ამისთვის შეიქმნა
კისრის ბალიში. დღეს სამედიცინო ბაზარზე ამ პროდუქტის სხვადასხვა მოდელი არის წარმოდგენილი. მაგალითად, კისრის გასაბერი ბალიში დაძაბული რეჟიმის დროს მდგომარეობას გვიმსუბუქებს. ძალიან მარტივია მისი დარეგულირება და სასურველ ფორმაზე მორგება. მისი გამოყენება ასევე ეფექტურია ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა: რევმატული ართრიტი, ოსტეოქონდროზი, კისრის ოსტეოართრიტი და დისკის თიაქარი.