რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის დევი ტაბიძის განცხადებით, არ იზიარებს მოსაზრებას, რომ „ომიკრონის“ ვარიანტის გავრცელებამ შესაძლოა პანდემია დაასრულოს.
მისი თქმით, ვირუსის მუტაციის შეჩერება შეუძლებელია, ამიტომ, არსებობს საფრთხე, რომ კიდევ ახალი საშიში შტამი გაჩნდება.
„მე არ ვარ იმის მომხრე, რომ „ომიკრონი“ ამ ყველაფრის წერტილი და დასასრული იქნება. შეიძლება ეს ვიღაცისთვის ძალიან ცუდი მოსასმენი იყოს, მაგრამ მე, როგორც ექსპერტი და საკმარისად გარკვეული ამ ნაწილში, ვხედავ, რომ გვაქვს იმის საშიშროება, რომ კიდევ ახალი რაღაც შემოვა.
ეს მუტაციების შედეგია, მუტაციას ვერ გავაჩერებთ. ვერანაირი ხერხით ვერ ამას ვერ შევაჩერებთ. გვაქვს ორი გზა: ეპიდემიოლოგიური საშუალება, რომლითაც შესაძლოა ჩავუკეტოთ გზა საზოგადოებაში გავრცელებისთვის და მეორე - ეს არის ვაქცინაცია და გართულების შემთხვევაში მკურნალობა“, - განაცხადა დევი ტაბიძემ.