წმინდა სინოდის წევრმა, მეუფე ზენომა, საქართველო დატოვა და დევნილად ჩაბარდა. უმაღლესი რანგის სასულიერო პირმა თავშესაფარი დიდი ბრიტანეთს სთხოვა.ინფორმაციას ამის შესახებ მამა პეტრე კოლხი ავრცელებს.
უახლესი ინფორმაციით, რომელიც სარწმუნო წყარომ მომაწოდა, ქართული სამოციქულო ეკლესიიის წმინდა სინოდის ერთ-ერთი წევრი, ეპისკოპოსი ზენონ იარაჯული ბრიტანეთში დევნილად ჩაბარდა!", - წერს პეტრე კოლხი.
საუბარია ეპისკოპოსზე, რომელიც წლების განმავალობაში პატრიარქის უახლოესი გარემოცვის წევრი იყო. მეუფე ზენონი წმინდა სინოდის წევრი, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსია.