
თავის მხრივ, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა კამპანიაში ჩასართავად კოლეჯ „სპექტრის“ სტუდენტები გამოიწვიეს.
ვაქცინაციის მხარდაჭერის მიზნით, სტუდენტური კამპანია - #ავიცრათერთმანეთისთვის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით, 26 ნოემბერს, ვაკის პარკში, დაიწყო. ინიციატივის შესახებ ონლაინმიმართვა სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, ზურაბ ვადაჭკორიამ გაავრცელა.
აღნიშნული პროექტი კომპანია „ქოლგას“ მხარდაჭერით ხორციელდება.
„კამპანია - #ავიცრათერთმანეთისთვის ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების მიზნით წამოვიწყეთ. ვფიქრობთ, იმუნიზაციის პროცესში ახალგაზრდა თაობის, კერძოდ კი სხვადასხვა სასწავლებლის სტუდენტების ჩართულობა ძალიან მნიშნელოვანია“, - აცხადებენ ორგანიზაცია „ქოლგაში“.
აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ დაწყებულ კამპანიას პერმანენტულად სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების სტუდენტები შეუერთდებიან და, თბილისის გარდა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში - გორში, ქუთაისში, ახალციხეში, კახეთში, ზუგდიდსა და ბათუმში ანალოგიურ ღონისძიებებს ჩაატარებენ.


