ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა.
ამავე მონაცემების თანახმად, 7 მარტის მდგომარეობით ქვეყანაში COVID 19-ით საერთო ჯამში სულ გარდაცვლილია 3576 ადამიანი, გამოჯანმრთელებულია 266693 პირი, ხოლო დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 272851 -ს აღწევს.