საშიშია ის ადამიანები, თავის თავს რომ ექსპერტებს უწოდებენ და ბებია თუ ეძახდათ ბავშვობაში მოფერებით ექსპერტებს, არვიცი, მაგრამ ექსპერტი ფასდება თავიანთი პუბლიკაციებით", – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა.
პაატა იმნაძის თქმით, ვაქცინა ქვეყანაში აუცილებლად შემოვა, თუმცა ვაქცინაციას ხელი შეიძლება ანტივაქსერულმა პროპაგანდამ შეუშალოს.
"მე მეშინია არა იმის, რომ ვაქცინა არ შემოვა, იმიტომ, რომ ვაქცინა შემოვა და ვაქცინაციას დავიწყებთ, ვაქცინაციის დამთავრებაა მთავარი და არა დაწყება… მთავარია, ხელი არ შეგვიშალოს ანტივაქსერულმა პროპაგანდამ. მე მაბრალებენ ანტივაქსერობას, ჩემზე რომ მაგას იტყვიან, უკვე მეცინება… ვიღაცას რომ ეშინია დაჩიპვის და ჩიპიანი ტელეფონებით წერს სოციალურ ქსელში, ისინი არ არიან საშიშები, საშიშია ის ადამიანები, თავის თავს რომ ექსპერტებს უწოდებენ და ბებია თუ ეძახდათ ბავშვობაში მოფერებით ექსპერტებს, არვიცი, მაგრამ ექსპერტი [ფასდება] თავიანთი პუბლიკაციებით.." , – ამბობს იმნაძე "რუსთავი 2"-ის ეთერში.