საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ სტოპცოვ.გე-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 541-ს შეადგენს.
დღეს "კოვიდ-19"-ით ინფიცირების 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 119 პაციენტი.