რაც ხდება, ამაზე ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა სამჯერ უნდა იყოს შეცვლილი, – ამის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში “ევროპული საქართველოს” წევრმა გიგი წერეთელმა განაცხადა ვაქცინასთან დაკავშირებულ საკითხზე.
“ჩვენ არ გაგვიზომია ის სტრესი, რომელიც საზოგადოებაზეა. აქვე არის უიმედობა და აქვეა უპასუხისმგებლობა. ის ხალხი, ვინც დღეს ხელისუფლებაში არიან, საერთოდ არ ფიქრობენ, რომ ანგარიშვალდებულები არიან. ისინი არ არიან არცეული ადამიანები წესიერი არჩევნებით და ისინი ვალდებულები არიან ერთი ადამიანის მიმართ.
ის, რაც საქართველოში ხდება, ამის გამო საქართველოს ჯანდაცვის ხელმძღვანელობა სამჯერ მაინც იქნებოდა შეცვლილი. ბრაზილიაში სამჯერ შეიცვალა მინისტრი. იმიტომ, რომ რაღაც ვერ გააკეთა და იგრძნო პასუხისმგებლობა”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
შეგახსენებთ, საქართველოს კოვიდ 19-ის ვაქცინა ჯერ არ მიუღია და არც ის არის ცნობილი ზუსტად როდის ექნება ვაქცინა. თებერვლის ბოლოს დაგეგმილი პირველი დოზების შემოტანის გეგმა ჩავარდა. მთავრობაში ვარაუდობენ, რომ მარტის ბოლოს იქნება.