სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წევრები ქვეყნაში დაწესებულ რეგულაციებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეთა მოთხოვნა ბიზნესის და ეკონომიკის გახსნაა. ისინი მთავრობას 48-საათიან ვადას აძლევენ და მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.
„აქციის მიზანი ყველა იმ შეზღუდვის მოხსნაა, რომელიც მთავრობას აქვს დაწესებული, ვითომ პანდემიასთან ბრძოლის საფარქვეშ. ორგანიზატორი არიან სხვადასხვა ბიზნესაცოციაციაა. ერთ-ერთი ადამიანი ვარ, რომელიც თვეების განმავლობაში ითხოვდა შეზღუდვების მოხსნას“, - განაცხადა „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.
რა შეზღუდვები რჩება ძალაში და რა იხსნება 1-ლი თებერვლიდან, ამ ბმულზე შეგიძლიათ ნახოთ.
საქართველოში დღეს კორონავირუსი კიდევ 546 ადამიანს დაუდასტურდა, 1 456 კი გამოჯანმრთელდა. ბოლო 24 საათში საქართველოში 17 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.