კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 285 თბილისში, 80 იმერეთში, 30 კი აჭარაში გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 546 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 285 შემთხვევა, აჭარა - 30, იმერეთი - 80, ქვემო ქართლი - 21, შიდა ქართლი - 32, გურია - 14, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 31, კახეთი - 34, მცხეთა-მთიანეთი - 5, სამცხე-ჯავახეთი -14, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 352, საიდანაც: 3 272 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 638, აჭარაში - 242, იმერეთში - 640“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 253 518 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 242 085-ს შეადგენს. გარდაიცვალა 3 055 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.