თენგიზ ცერცვაძე: შეზღუდვების შემსუბუქებას ორივე ხელით მივესალმები
თენგიზ ცერცვაძე: შეზღუდვების შემსუბუქებას ორივე ხელით მივესალმები
კატეგორიის სხვა სიახლეები
ცნობილი მომღერალი ზურაბ დოიჯაშვილი თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. დილიდან ანჩისხატის ეკლესიაში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. პანაშვიდს თბილისის მერი კახა კალაძეც დაესწრო.

"ადამიანი, რომელიც მთელ თბილისს უყვარდა და ზურასაც განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა თბილისის მიმართ. ძალიან სამწუხაროა. მინდა, მივუსამძიმრო მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, სრულიად საქართველოს", - განაცხადა კალაძემ.
15:44 / 25.02.2021
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

ამ ეტაპზე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
15:24 / 25.02.2021
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ორგანიზებით გაიხსნა ონლაინ საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგი პრაქტიკაში“. მონაწილეები განიხილავენ ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის, ლიბერალიზაციის პროცესისა და კონკურენციის მნიშვნელობა საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაგალითებზე. კონფერენცია გახსნეს სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანიამ და საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ.
დავით ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკის სექტორში კონკურენციისა და ბაზრის მონიტორინგის აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ სემეკი ხელს შეუწყობს ისეთი ბაზარის ჩამოყალიბებას, სადაც მონაწილეები ისარგებლებენ თანასწორი, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული პრინციპებით.
14:07 / 25.02.2021
საქართველოს რკინიგზა ფუნქციონირებას 2 დღეში განაახლებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟუნალისტებს დღეს, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.
12:45 / 25.02.2021
მესმის, ღიზიანდება მოსახლეობა, როცა ვამბობ, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვათ, რომ პირბადე კარგა ხანს დაგვჭირდება, კიდევ წელი-წელიწადნახევარი, - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ "მაესტროსთან" ინტერვიუში განაცხადა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ პირდაპირი მოქმედების მედიკამენტის გამოშვებას ზაფხულისკენ ელოდება.
12:38 / 25.02.2021
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
12:29 / 25.02.2021
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
12:08 / 25.02.2021
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით ინოვაციების დანერგვას განაგრძობს. ახლა უკვე სულ ახალი ბიზნეს მობილბანკის გამოყენებით, მომხმარებლებს საკუთარი ბიზნეს ოპერაციების მართვა ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია.

სულ ახალი ბიზნეს მობილბანკი მომხმარებლის საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა და მათ მრავალ სიახლეს სთავაზობს. მათ შორისაა ანგარიშების მართვის ფუნქციონალი, რომლის ფარგლებშიც, მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, იხილოს როგორც მიმდინარე ანგარიში, ასევე თანხები, დეპოზიტები, ვალდებულებები და ბარათები. რაც შეეხება გადარიცხვებს, მათი განხორციელება საქართველოს ნებისმიერ წერტილშია შესაძლებელი როგორც ლარში, ასევე დოლარში.
11:37 / 25.02.2021
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
11:06 / 25.02.2021
საქართველოში კორონავირუსის 362 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსისგან 470 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსის 269 800 შემთხვევა, მათ შორის 263 727 გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 3 475-ია.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში 22 501 ტესტი ჩატარდა, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტი – 13 718, პისიარტესტი – 8 783.
10:57 / 25.02.2021
კალენდარი
×