თენგიზ ცერცვაძე: ყველას ვურჩევ გაიკეთოს ვაქცინა
თენგიზ ცერცვაძე: ყველას ვურჩევ გაიკეთოს ვაქცინა
კატეგორიის სხვა სიახლეები
მე ექიმი ვარ და ჩემი მოვალეობა კლინიკაში მოსული პაციენტის გადარჩენაა, თუმცა, ვაქცინების ათვისებაზე გაძლევთ გარანტიას, რომ ოღონდ იყოს და ავითვისებთ უსაფრთხოდ, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
23:30 / 02.03.2021
„ტავ ჯორჯიას“ ცნობით, ფრენებთან დაკავშირებით თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში სიახლეებია:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -​ ბაქო-თბილისი-ბაქო – 21 მარტიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველ სამშაბათს, პარასკევს, შაბათსა და კვირას (Azerbaijan Airways);

ელ ქუვეითი-თბილისი-ელ ქუვეითი – 28 მარტიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს (Jazeera Airways);

დუბაი-თბილისი-დუბაი – 28 მარტიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით ყოველდღიური ფრენები შესრულდება (FlyDubai);

კიევი-თბილისი-კიევი – 28 მარტიდან 10 ოქტომბრის ჩავთვლით ყოველდღიური ფრენები შესრულდება (Skyup).

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი – სტამბოლი – ბათუმი – სტამბოლი – 3 მარტიდან-27 მარტის ჩათვლით, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს (Turkish Airlines);

მინსკი-ბათუმი-მინსკი – 28 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას (Belavia).


18:13 / 02.03.2021
თეგეტა ჰოლდინგის წევრი კომპანია, Europcar კომპანიებს საოპერაციო ლიზინგის საუკეთესო პირობებს და ავტოპარკის მართვის სხვადასხვა მოდელს სთავაზობს.
საოპერაციო ლიზინგი საუკეთესო გადაწყვეტილებაა კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ ჰყავდეთ გამართული ავტომობილები, მიიღონ მაქსიმალური კომფორტი, და რაც მთავარია, თავი აარიდონ მოცულობით ფინანსურ ხარჯებს.
საოპერაციო ლიზინგის დახმარებით კომპანია თავიდან აირიდებს ავტომობილების შეძენასთან დაკავშირებულ სირთულეებს, ფინანსური სახსრების გამოყოფას ან საბანკო ვალდებულებებს, და რაც მთავარია, ავტოპარკის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს.
„Europcar Georgia”-ს საშუალებით კომპანიებს შეუძლიათ დაზოგონ ფინანსები, დრო, ადამიანური რესურსი და ისარგებლებლონ მაქსიმალური კომფორტით და მოქნილობით როგორებიცაა:
  • ნებისმიერი ავტომობილის შერჩევა
  • ყოველთვიური ფიქსირებული გადასახადი და არაფერი მეტი
  • კონსულტაციები და რეკომენდაციები ავტოპარკის ჩამოყალიბების პროცესში
  • ავტომობილის ჩანაცვლების სერვისი
  • დროის და რესურსების მენეჯმენტი
  • ავტოპარკის სრული მენეჯმენტი
  • პერსონალური მენეჯერი
  • მუდმივად გამართული და უსაფრთხო ავტომობილები

Europcar-ის საოპერაციო ლიზინგის დახმარებით კომპანიები მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ ფინანსურ მაჩვენებლებს დამატებითი სასესხო ვალდებულებების თავიდან აცილებით, ბიუჯეტის დაგეგმვის სიმარტივითა და ხარჯების ოპტიმიზაციით. მომსახურების პაკეტი მოიცავს:
• ავტომობილის შეძენა
• სრული საგარანტიო მომსახურება და სეზონური საბურავები
• სრული დაზღვევა
• პარკინგი
• თანამედროვე GPS სისტემა
• მანქანის ჩანაცვლება
• 24/7 საგზაო მხარდაჭერა
• სრული რეპორტინგი
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიის ქოლ ცენტრს: (+995) 591 17 67 93, corporate@europcar.ge

15:04 / 02.03.2021
დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა COVAX პლატფორმაზე გადარიცხა 575 ათასი დოლარი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი შესყიდვებს აწარმოებს გაეროს ბავშვთა ფონდის საშუალებით.

„მოგეხსენებათ, დაავადებათა კონტროლის ცენტრი შესყიდვებს აწარმოებს გაეროს ბავშვთა ფონდის საშუალებით და დარწმუნებული იყავით, რომ COVAX პლატფორმიდან პირველი პარტია ვაქცინის შემოვა ამ თვეში და ვაქცინაცია დაიწყება საქართველოში, კოვაქს პლატფორმიდან შემოსული, დიდი ალბათობით, ასტრაზენეკას ვაქცინით. დღეს, ახლა დილას დამიდასტურეს, რომ ფული გადარიცხულია იუნისეფზე, რომელსაც შემოაქვს ვაქცინა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
12:49 / 02.03.2021
დათვალეთ რამდენია ქვეყანა, რომელიც იღებს იმ ვაქცინებს, რომელიც იღებს თქვენ ძალიან გაინტერესებთ. ესენია „მოდერნა“, პფაზერი“ და „ასტრაზენეკა“, - ასე მიმართა ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ცენყტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს.

მისივე განმარტებით, ამ სამი ვაქცინიდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ავტორიზირებული აქვს მხოლოდ 2 ვაქცინა: პფაზერი“ და „ასტრაზენეკა“, „მოდერნა“ კი ატორიზაციას ჯერ კიდევ ელოდება.

„ნახეთ, სად რომელი ვაქცინებით იცრებიან და რამდენი ქვეყანა რომელი ვაქცინით იცრება. ევროოკავშირის ქვეყნების უმრავლესობა დღე იცრება „ასტრაზენეკასა“ და „პფაიზერის“ ვაქცინით, ასევე „მოდერნას“ ვაქცინით. ის 103 ქვეყანა, რომელზეცც თქვენ საუბრობთ, ჯერჯერობით იცრება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არაავტორიზირებული ვაქცინებით, თუმცა ისინი საკმაოდ მაღალი ხარისხისაა. ესენია: ჩინეთის, ინდოეთის, რუსეთის წარმოების და ა.შ. ჩვენ შემოგვაქვს ძირითადად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ვაქცინები, ვცდილობთ და ძალიან გვინდა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყოს, ძირითადად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ვაქცინით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
12:46 / 02.03.2021
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი შეხვედრაზე ვაქცინაციის პროცესის პროგრესთან დაკავშირებით ისაუბრეს. მისივე თქმით, გაიმართება სატელეფონო კონსულტაციები, რათა საბოლოოდ დაზუსტდეს ის პირობები, რასაც "ფაიზერი" აყენებს.

ამასთან, როგორც გაბუნია ამბობს, მოლოდინი აქვთ, რომ დამატებითი პირობა, რომელიც "ფაიზერთან" სატელეფონო კონსულტაციის დროს იქნება გაზიარებული, შესრულდება და საქართველო შეპირებულ ვაქცინას მოკლე ხანში მიღებს.
12:23 / 02.03.2021
სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში 2021 წლის 3 მარტიდან - 1 აპრილის ჩათვლით, კორეის ფონდის გალერეაში გამოფენა "საქართველო მეღვინეობის აკვანი" მოეწყობა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატების ფოტო ნიმუშები, საქართველოს ტერიტორიაზე, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ღვინის ჭურჭლის, ოქრომჭედლობის ნიმუშები, მარნის, ქვევრის და ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების ამსახველი ნამუშევრები, ასევე ეროვნული მუზეუმის უნიკალური ფოტო არქივი, რაც დამთვალიერებლებს შესაძლებლობას მისცემს გაეცნონ საქართველოში ღვინის დამზადების 8 000 წლიან უწყვეტ ტრადიციას.

ქართული ღვინის უნიკალური ისტორიისა და კულტურისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს საელჩოს კორეის რესპუბლიკაში, კორეის ფონდით ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით ხორციელდება.
12:09 / 02.03.2021
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია არის სამ ეტაპიანი. პირველი ეტაპი დაწყებულია და გაგრძელდება 31 მარტის 18:00 საათამდე. პირველი ეტაპი მოიცავს პირველ ეტაპზე პირადი მონაცემები შეყავთ აბიტურიენტებს. ყველაზე მნიშვნელოვანია რომ ირჩევენ ქალაქს სადაც სურთ ერთიანი ეროვნული გამოცდები გაიარონ. ქალაქს შემდეგ ვეღარ შეცვლიან, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ განაცხადა.

ამასთან, სოფიო გორგოძემ განმარტა, რომ 31 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით აბიტურიენტებს შეუძლიათ დაამატონ საგანი ან შეცვალონ ენა. „მაგალითად ქართულ ენაზე ან აზერბაიჯანულ ენაზე სურთ უნარების ჩაბარება. ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს შეუძლიათ უნარები მათთვის სასურველ ენაზე ჩააბარაონ“- აღნიშნა გორგოძემ.
11:16 / 02.03.2021
საქართველოში კორონავირუსის 461 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 163 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 22 900 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 895, „პისიარ“ ტესტით – 6 005.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,01% ბოლო 14 დღის – 1,78%, ბოლო შვიდი დღის – 1,4%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 271 379 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 265 686 გამოჯანმრთელდა, 3 532 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 237, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 471 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 149 პირი.

ამასთან, პირველი მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 409 პაციენტი.
11:07 / 02.03.2021
​კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,4 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 2,01 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 1,78.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 461 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 163 პაციენტი, გარდაიცვალა 12 ადამიანი.
11:04 / 02.03.2021
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
×