სომხეთში კორონავირუსის 396 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 11 პაციენტი გარდაიცვალა
სომხეთში კორონავირუსის 396 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 11 პაციენტი გარდაიცვალა
კატეგორიის სხვა სიახლეები
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, "კოვაქს პლატფორმას" საქართველოსთვის გამოსაგზავნი "ასტრაზენეკას" ვაქცინის რაოდენობა არ შეუმცირებია.

როგორც გაბუნიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, "კოვაქს პლატფორმის" მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში დაზუსტდა საქართველოსთვის ვაქცინების მიწოდების ვადები, რამაც რაოდენობის ცვლილება გამოიწვია.
11:57 / 03.03.2021
საქართველოს მთავრობა სახელმწიფო საწარმოების მასშტაბურ რეფორმას ახორციელებს. რეფორმის ფარგლებში, შეირჩა სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა", რომელიც ახლახანს გამოვიდა რეაბილიტაციის რეჟიმიდან, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, "სახელმწიფო ელექტროსისტემა" მნიშვნელოვანი კომპანიაა საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ქვეყნის მოსახლეობის უწყვეტი და ხარისხიანი ენერგომომარაგებისთვის. მისი თქმით, დღეს კომპანია ჩვეულებრივ რეჟიმში ფუნქციონირებს, რაც ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია კომპანიის გაძლიერებისკენ.
11:26 / 03.03.2021
11 შვილის დედას ნანა ლაგვილავას დედის დღე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ, მოადგილესთან ნონო ვიბლიანთან ერთად დედის დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
11:19 / 03.03.2021
CNN-მა მსოფლიოს 20 საუკეთესო წვნიანი დაასახელა. სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული კერძებს შორის ქართული „ხარჩო“ მოხვდა. გამოცემის სიაშია უკრაინული ბორში, ვიეტნამური ფო, ტალანდური ტომ იამ გუნი, ესპანური გასპაჩო.
11:16 / 03.03.2021
საქართველოს მთავრობა სახელმწიფო საწარმოების მასშტაბურ რეფორმას ახორციელებს. რეფორმის ფარგლებში, შეირჩა სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა", რომელიც ახლახანს გამოვიდა რეაბილიტაციის რეჟიმიდან.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, "სახელმწიფო ელექტროსისტემა" მნიშვნელოვანი კომპანიაა საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ქვეყნის მოსახლეობის უწყვეტი და ხარისხიანი ენერგომომარაგებისთვის. მისი თქმით, დღეს კომპანია ჩვეულებრივ რეჟიმში ფუნქციონირებს, რაც ძალიან დიდი, წინ გადადგმული ნაბიჯია კომპანიის გაძლიერებისკენ.
11:10 / 03.03.2021
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ბიზნესლიდერთა ფედერაციის "ქალები მომავლისთვის" წევრებს შეხვდა და მათ სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, ასევე ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამები გააცნო, მათ შორის პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ექსპორტის, ინვესტიციებისა და მეწარმეობის მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ "აწარმოე საქართველოში" სხვადასხვა კომპონენტის ფარგლებში მონაწილე ქალი მეწარმეების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება და თითქმის მიუახლოვდა მთლიანი მონაწილეების 50%-ს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ის გზები და ნაბიჯები, რომელიც ბიზნესს პოსტპანდემიური კრიზისის დაძლევაში დაეხმარება.

ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის ბიზნესთან კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რათა სამინისტროს პოლიტიკა ბიზნესის ყოველდღიურ საჭიროებებზე იყოს მორგებული, რაც პოსტპანდემიურ პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია.
11:06 / 03.03.2021
2 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1,42 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 1.7%, ხოლო 7 დღის განმავლობაში კი 1.3%.

დადებითობის მაჩვენებელი ნიშნავს, ტესტირებულთა საერთო რაოდენობის რამდენ პროცენტს დაუდგინდა კორონავირუსი. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სწორედ ამ მაჩვენებელზეა დამოკიდებული იმ შეზღუდვების მოხსნა ან შემსუბუქება, რომლებიც ქვეყანაში ამ დრომდე მოქმედებს. სტაბილური ეპიდვითარების პირობებში, დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 271 739 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 265 805, გარდაიცვალა 3 541 პაციენტი.
11:03 / 03.03.2021
საქართველოში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 119 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 9 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 25 349 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 742, პისიარტესტით – 10 607.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,42 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 1,7 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 1,3 პროცენტი.
10:54 / 03.03.2021
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ სტოპცოვ.გე-ზე გამოქვეყნდა.
10:46 / 03.03.2021
მე ექიმი ვარ და ჩემი მოვალეობა კლინიკაში მოსული პაციენტის გადარჩენაა, თუმცა, ვაქცინების ათვისებაზე გაძლევთ გარანტიას, რომ ოღონდ იყოს და ავითვისებთ უსაფრთხოდ, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
23:30 / 02.03.2021
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
×