გიორგი ფხაკაძე - ვაქცინაციის დაწყებამდე საქართველოში ბევრი ტექნიკური საკითხი მოუგვარებელია
გიორგი ფხაკაძე  - ვაქცინაციის დაწყებამდე საქართველოში ბევრი ტექნიკური საკითხი მოუგვარებელია
კატეგორიის სხვა სიახლეები
„თებერვლის ბოლოს მცირე, მაგრამ "ფაიზერის" პირველი პარტია უნდა შემოსულიყო ქვეყანაში. მინდა დავაზუსტო, რომ ეს პრობლემა არის არამარტო ჩვენთან, არამედ ზოგადად, რადგან მწარმოებლები მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებენ.“ - აცხადებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.
23:03 / 24.02.2021
25 თებერვლიდან რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსების მოძრაობის აღდგება. ამასთან დაკავშირებით კომპანია „ინტერტრანსი”სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
23:00 / 24.02.2021
თბილისის ქუჩებსა და დედაქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად ხორციელდება. სამუშაოების ფარგლებში, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ დღეს, დაახლოებით, 200 ტონა ტექნიკური მარილი დაყარა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
21:57 / 24.02.2021
“ახალი შტამის სამი შემთხვევა გვაქვს დადასტურებული, მათთან დაკავშირებულია 31 ადამიანი, სადაც დიდი ალბათობით, არის მუტირებული შტამები”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
19:09 / 24.02.2021
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის კმ20-კმ122 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

17:39 / 24.02.2021
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების შემოსვლის წესს განმარტავს.

მათივე ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტები გამომგზავრებამდე 10 სამუშაო დღით ადრე, უნდა დარეგისტრირდნენ საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე - „StopCov.ge“ და შეავსონ ფორმა.

„საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით თანხმობის ან უარის შესახებ ინფორმაციას უცხოელ სტუდენტებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობებს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

ისინი, ვინც მიიღებენ საქართველოში შემოსვლის თანხმობას, ვალდებულნი არიან, ქვეყანაში შემოსვლისას წარადგინონ საქართველოში შემოსვლამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი, საკუთარი ხარჯებით გაიარონ სავალდებულო 8-დღიანი კარანტინი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით მოწყობილ საკარანტინე სივრცეში და 8-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლის შემდეგ საკუთარი ხარჯებით ჩაიტარონ PCR ტესტირება.
17:25 / 24.02.2021
"ასტრაზენეკასთან" დაკავშირებით კონტრაქტები გაფორმებულია. თუ არ დაგვაღალატეს, რამდენიმე ასეული ათასი დოზა, წესით და რიგით, უნდა მივიღოთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ვაქცინაცია "ასტრაზენეკას" ვაქცინით დაიწყება.

"დადასტურება იყო ძლიერი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, რომ საქართველოს თებერვლის ბოლო კვირაში უნდა მიეღო პირველი "ფაიზერის" დოზები, ამაზე იყო სრული დასტური. სამწუხაროდ, მოგეხსენებათ, რომ დიდი დეფიციტია, "ფაიზერმა" და "მოდერნამ" ვერ შეასრულა ევროკავშირის დაკვეთები სრულად, დღეს ევროკავშირი თავისი აცრის მაჩვენებლით ბევრად ჩამორჩება აშშ-ს და ბრიტანეთს. "ფაიზერს" სურს, რომ ევროკავშირთან თავისი ვალდებულებები შეასრულოს და ამიტომ დანარჩენი 18 ქვეყნის მომარაგებაში შეიქმნა პრობლემა, რომლებიც ჩოვახ პლატფორმიდან უნდა მოვმარაგებულიყავით.
16:26 / 24.02.2021
თბილისის მერია დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის შაბათ-კვირას მუშაობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქში მუნიციპალურ ტრანსპორტზე შაბათ-კვირას დაწესებული შეზღუდვები იხსნება. თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები 27 თებერვლიდან მგზავრებს ყოველდღე, ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან.

"უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ტარდება. დეზინფექცია უტარდება, როგორც თბილისის მეტროსადგურებს, ასევე, მოძრავ შემადგენლობებსა და მუნიციპალურ ავტობუსებს.
16:07 / 24.02.2021
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, უწყებათაშორისი საბჭოს მიერ მიღებული შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთრის კურორტებისთვის. ნათია თურნავას ინფორმაციით, ხვალიდან საქართველოს ოთხივე ზამთრის კურორტზე გაიხსნება სასტურმოები, 8 მარტს კი საბაგიროების მუშაობა აღდგება.

"ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეპიდვითარებიდან გამომდინარე, სეზონის დიდი ნაწილი ოთხი დიდი ზამთრის კურორტის ჩაკეტილ მდგომარეობაში ყოფნა მოგვიწია. მაგრამ, ხვალიდან, პრაქტიკულად, ოთხივე ლოკაციაზე გაიხსნება სასტუმროები. ეს დროში ემთხვევა ისეთ მნიშვნელოვან სპორტულ და არამარტო სპორტულ საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებას, როგორიცაა ბაკურიანში თებერვლის ბოლოს - მარტის დასაწყისში ფრისტაილში მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ეტაპის ჩატარებას - ეს არის სკიკროსი და სნოუბორდ კროსი - თხილამურის და სნოუბორდის კროსის სახეობები", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
15:53 / 24.02.2021
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის 3 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულებისას განაცხადა.

"ახალ შტამებზე სერიოზული კვლევა მიმდინარეობს. სამი შემთხვევა გვაქვს დადასტურებული და მასთან დაკავშირებული კლასტერები, 31 ადამიანი, სადაც დიდი ალბათობით არის მუტირებული შტამი", -აცხადებს ამირამ განყრელიძე.
15:48 / 24.02.2021
კალენდარი
×