მართვით სუნთქვაზე მყოფი კობა დავითაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
მართვით სუნთქვაზე მყოფი კობა დავითაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
კატეგორიის სხვა სიახლეები
რაც ხდება, ამაზე ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა სამჯერ უნდა იყოს შეცვლილი, – ამის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში “ევროპული საქართველოს” წევრმა გიგი წერეთელმა განაცხადა ვაქცინასთან დაკავშირებულ საკითხზე.
22:58 / 01.03.2021
საქართთველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველომ კოვაქს პლატფორმას უჩივლოს. აღნიშნული განცხადება მან “რუსთავი 2”-თვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
“ამ სტატიის საპასუხოდ ჯანდაცვის სამინისტრომ დღესვე მიმართა კოვაქს პლატფორმას და მოვთხოვეთ პასუხი იმაზე ტუ რატომ გასცეს “ინტერპრესნიუსს” მსგავსი პასუხი, ვინაიდან ყველა იმ არსებულ კომუნიკაციაში, რომელიც ჩვენ დავიწყეთ კოვაქს პლატფორმასთან – 18 სექტემბრიდან, არ ყოფილა მსგავსი გადაცდომა, რომ ჩვენ რაიმე შეცდომა დავუშვით ან პასუხი დროულად არ გავეცით.
19:26 / 01.03.2021
2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გახსნითი ღონისძიება ონლაინ რეჟიმში გაიმართა. ამასთან ერთად გაიხსნა ნომინირების და აპლიკაციის წარდგენის პერიოდიც.
ღონისძიება განათლების კოალიციის თავმჯდომარემ, ირინა ხანთაძემ გახსნა. მაყურებელს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა და გუდავაძე პატარკაციშვილის ფონდის დირექტორმა.
ღონისძიების დასასრულს კოალიციის დირექტორმა დამსწრე საზოგადოებას კამპანიის ეტაპები და კონკურსის ფარგლებში დაგეგმილი სიახლეები გააცნო.
18:03 / 01.03.2021
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის, გუდაური(ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

17:30 / 01.03.2021
საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიულ კოლეჯებში პრაქტიკული სწავლების კომპონენტი დღეიდან უკვე დასწრებული ფორმით მიმდინარეობს. სასწავლო პროცესის აუდიტორიაში განახლების პარალელურად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მხარდაჭერაზე ორიენტირებული მონიტორინგის პროცესი დაიწყო. ამ მიზნით დღეს პროფესიულ კოლეჯ "იკაროსს" მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი ეწვია და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ უსაფრთხოების ნორმებს ადგილზე გაეცნო.
1 მარტიდან კოლეჯ "იკაროსში" პროფესიული სტუდენტების სასწავლო სივრცეში დაბრუნების პირველი ეტაპი დაიწყო, რაც პროფესიული პროგრამების პრაქტიკული კომპონენტების სასწავლო სახელოსნოებსა და პრაქტიკული სწავლებისთვის განკუთვნილ სხვადასხვა სივრცეებში წარმართვას გულისხმობს.
17:07 / 01.03.2021
პირველი მარტის მდგომარეობით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები მსოფლიო მოსახლეობის 10%-ზე ნაკლებს აქვს.
16:25 / 01.03.2021
საზოგადოებრივი მაუწყებელი ეხმაურება სოციალურ ქსელში, შემდეგ კი მედიით (ტელეკომპანია "მთავარი არხი") გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მაუწყებლის მიერ დადგენილი სოციალური ქსელის გამოყენების წესები მიზნად ისახავს თანამშრომლებისთვის ცენზურის დაწესებას.

საქართველოს პირველი არხის თანამშრომლებისთვის სოციალური ქსელების გამოყენების წესები 2018 წელს მიღებული დოკუმენტია და საჯაროდ არის განთავსებული საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე.

სოციალური ქსელით სარგებლობის წესები მიღებული აქვთ ევროპის მაუწყებელთა კავშირის უმრავლეს საზოგადოებრივ მაუწყებელს, მათ შორის "ბიბისის", ფინეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს, შვედეთის საზოგადოებრივ რადიოს და ა.შ. სოციალური ქსელების გამოყენების წესები მიღებული პრაქტიკაა და ეფუძნება სტანდარტულ რეგულაციებს, წარმოადგენს აუცილებელ სახელმძღვანელო დოკუმენტს თანამშრომლებისთვის და შესაბამისობაშია საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან.
16:21 / 01.03.2021
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით სხვადასხვა პროექტების განხორციელებას განაგრძობს. პანდემიით დაზარალებული კომპანიების ზარალის შესამსუბუქებლად და მათი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ბანკმა დამატებითი შესაძლებლობა შექმნა. იმისათვის რომ ეკონომიკური გამოწვევების წინაშე მდგომმა ბიზნესმა საქმიანობის კვლავ განახლება და კომპანიის გადარჩენა შეძლოს, საქართველოს ბანკი მათ ახალ სესხზე სამთვიან საშღავათო პერიოდს, მიმდინარე ფინანსური ვალდებულებაზე კი გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს. უფრო დეტალურად კი, ბანკის პარტნიორი ბიზნესებისთვის შეთავაზება ახალ სესხზე ვრცელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნესს გადახდის დაწყება შეუძლია მე-4 თვიდან, რაც შეეხება უკვე მიმდინარე ფინანსურ ვალდებულებას, მასზე საშეღავათო პერიოდის საჭიროების შემთხვევაში გრაფიკის ცვლილება მომხმარებლის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებით მოხდება.
15:53 / 01.03.2021
შემთხვევა მოხდა ისანში, საქართველოს რკინიგზის თბილისის საკვანძო სადგურში. აალდა ძველი, გამოუსადეგარი ვაგონცისტერნა, რომელშიც მაზუთის ნარჩენი იყო.
ადგილზე მუშაობენ სახანძრო სამაშველო სამსახურები.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამასთან უმნიშვნელოა კომპანიის ფინანსური ზიანი.

15:26 / 01.03.2021
საცხოვრებელი ბინა მნიშვნელოვანი შენაძენია, რომელსაც დაცვა და შენარჩუნება სჭირდება. ეს არის სივრცე, სადაც თავს ყველაზე მშვიდად ვგრძნობთ. თუ გავითვალისწინებთ, რომ არსებობს უამრავი ფაქტორი, რომელთაც შეუძლიათ ჩვენი ბინა დააზიანონ და სიმშვიდე დაგვირღვიონ, აუცილებელია ვიფიქროთ ამ საფრთხეების მაქსიმალურად შემცირებაზე. ზედმეტი საფიქრალისა და უსიამოვნო ფინანსური ზიანის თავიდან ასარიდებლად, ყველაზე გონივრული გზა ბინის დაზღვევაა, თანაც თუ ამ დაზღვევით მხოლოდ ბინას და მის ოთხ კედელს არ დავაზღვევთ. თიბისი დაზღვევა ყველას აძლევს შესაძლებობას დააზღვიონ უფრო მეტი, ვიდრე ფიქრობენ და გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო მიღებული ზიანის ანაზღაურება სადაზღვევო კომპანიას მიანდონ.
15:11 / 01.03.2021
კალენდარი
×