ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, კეიტ ობრაიენის განცხადებით, კორონავირუსის ინფექციის ჯაჭვის გასაწყვეტად მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 60-70%-ს იმუნიტეტი უნდა ჰქონდეს ან ვაქცინაცია გაიაროს.
„მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 60-70%-ს იმუნიტეტი უნდა ჰქონდეს ან ვაქცინაცია გაიაროს, რათა ინფექციის გადაცემის ჯაჭვი გავწყვიტოთ. თუმცა, ამ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ ვაქცინის შსაძლებლობა არა მხოლოდ პროფილაქტიკური დაცვა უზრუნველყოს, არამედ ინფექციის გადაცემის ჯაჭვიც გაწყვიტოს“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.