„რივერ პლეიტმა“ twitter ოფიციალურ გვერდზე, დიეგო მარადონას გარდაცვალებას პოსტი მიუძღვნა და საკუთარი გუნდის ფანების ნაწილის აგრესია და კრიტიკა დაიმსახურა.
ფანების ნაწილი, ლეგენდის დაფასებით უკმაყოფილო იყო და კომენტარებიც არ დაიშურეს.
„ვამაყობდი, რომ ჩემი კლუბი ერთადერთი იყო, რომელმაც მას დაბადების დღე არ მიულოცა, ახლა კი ეს…”
„ამ ბიჭს ხომ ვძულდით“! „ერთი ნაბი*ვარით ნაკლები დარჩა. ამინ! „ის პატივს არ გვცემდა, თქვენ კი საფლავში მიჰყვებით!”
პოსტის ქვეშ არაერთი მსგავსი შინაარსის კომენტარი იყო. ცხადია, არიან ისეთებიც, რომლებიც დიეგოს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოხატავენ.
შეგახსენებთ, მარადონა 25 ნოემბერს გარდაიცვალა. მას გული გაუჩერდა.