დღემდე არ ვიცი ეს იყო ბედნიერი დამთხვევა თუ კიდევ ერთი გამოვლენა, მისი სერიოზული ნიჭისა და უნარის მოვლენების წინასწარ განჭვრეტის, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ POSTV-ს ეთერში C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ბიძინა ივანიშვილის როლზე საუბრისას განაცხადა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ბიძინა ივანიშვილთან პირველი შეხვედრა გაიხსენა. ამის შესახებ მან POSTV-ს ეთერში ილაპარაკა. ცერცვაძე ივანიშვილს პირველად 2005 წელს შეხვდა.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ COVID19-ის პრევენციისთვის აცრას აუცილებლად გაიკეთებს. მან ამ საკითხზე „რუსთავი2“-ის ეთერში ილაპარაკა.
სინოპტიკოსთა ვარაუდით, მომდევნო დღეეში, საქართველოში ამინდის გაუარესება, ტემპერატურის კლება და თოვლია მოსალოდნელი. ამინდის გაუარესებასთან ერთად მნიშვნელოვანია ავტომობილი გვყავდეს შესაბამისად მომზადებული, რათა გზებზე გადაადგილება იყოს უსაფრთხო და კომფორტული.
დიდ ქალაქებში, სკოლებში მეორე სემესტრი 18 იანვარს დისტანციურ ფორმატში განახლდება. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტროს მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 205 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 265 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 940 PCR ტესტით.
სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 396 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე განცხადებით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ისგან 11 ადამიანი გარდაიცვალა.
საპროკურორო საბჭო ახალ თავმჯდომარეს 15 იანვარს აირჩევს. როგორც საპროკურორო საბჭოს მოქმედმა თავმჯდომარემ ნანა ხუნჯუამ 12 იანვარს გამართულ სხდომაზე განაცხადა, მას უფლებამოსილების ვადა 16 იანვარს ეწურება, შესაბამისად, საპროკურორო საბჭომ ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიოს.
ორვეგიაში, Pfizer-ის მიერ წარმოებული კოვიდ 19-ის ვაქცინის მიღების შემდეგ 23 ადამიანი გარდაიცვალა- ამის შესახებ ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტო იტყობინება. აღნიშნული ლეტალური შემთხვევები დაუფიქსირდა მხოლოდ იმ ადამიანებს, რომელთა ასაკიც 80 წელზე მეტი იყო და მათ იმუნიტეტი დასუსტებული ჰქონდათ. ამის შესახებ ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტოზე დაყრდნობით წერს RIA.