დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, ყოველდღიურად შეიძლება 10 000-მდე ინფიცირებული გვყავს.„შეზღუდვები, რომ დაწესდება ნაკლებ ინფიცირებულს არ ველოდებით, უბრალოდ მეტს აღარ დაველოდებით. ამ დაავადების ერთ-ერთი ვერაგულობა არის ის, რომ ახასიათებს როგორც უსიმპტომო მიმდინარეობა, ასევე ძალიან მცირე სიმპტომატიკის გამოვლენა.
შესაძლოა ადამიანთა დიდ ნაწილს ძალიან მცირე სიმპტომი გამოუვლინდეს, რომელიც საერთოდ არ მიაკითხავს საავადმყოფოს იმისათვის, რომ გამოიკვლიოს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.