მაკა ბულეიშვილი: მიზანშეწონილი იქნება თუ შეზღუდვების დამატება​ მოხდება
მაკა ბულეიშვილი: მიზანშეწონილი იქნება თუ შეზღუდვების დამატება​ მოხდება
კატეგორიის სხვა სიახლეები
შეფასდა შედარებითი რისკი და სილამაზის სალონების უმრავლესობაში აღმოჩნდა რომ კარგად ხდება დაცვა იმ პრევენციული ღონისძიებები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
16:32 / 26.11.2020
„პანდემიის მართვის რაღაც ასეთი ჯადოსნური ჯოხი არ არსებობს. ყველგან ოთხი მთავარი მიმართულებაა. საქართველო ახალს ვერ გამოიგონებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.
16:28 / 26.11.2020
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საპენსიო დანაზოგის თანხების გამოყენების დაშვების საკითხს მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ დააყენებს.
16:23 / 26.11.2020
გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა, ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა რეგიონში, ვინც მიიღებს ვაქცინას და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
15:43 / 26.11.2020
საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, განისაზღვრა ის ობიექტები, რომლებიც დაწესებული შეზღუდვების პირობებში მუშაობას განაგრძობენ.
14:55 / 26.11.2020
ოფიციალურად დასაქმებული პირებისთვის, რომლებმაც სამსახური პანდემიის დროს დაკარგეს, მთავრობის მიერ დაწესებული დახმარება 6 თვის განმავლობაში კვლავ იმუშავებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული პროგრამა პირველი იანვრიდან განახლდება.
14:48 / 26.11.2020
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, „მკაცრი რეკომენდაციაა, რომ 70 წელს ზემოთ ადამიანები დარჩნენ სახლში“.
14:43 / 26.11.2020
დღეს, 26 დეკემბერს გახდა ცნობილი თუ რა შეზღუდვები დაწესდება ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე.
14:40 / 26.11.2020
დღეს, 26 დეკემბერს გახდა ცნობილი თუ რა შეზღუდვები დაწესდება ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე.
„საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

28 ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით:

ქვეყნის მასშტაბით იზღუდება:

21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე - 6 იანვრის ღამე.
მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის - რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა.
რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე. დასაშვებია:

- პროდუქტების გატანა ე.წ. takeaway

- „დელივერი“

- „დრაივი“

ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა
ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების ჩატარება - დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით
სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობა

დიდ ქალაქებში - ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში, ქ.თელავში - და სათხილამურო კურორტები - ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში დამატებით წესდება შემდეგი შეზღუდვები:

ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა
სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში
ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები
სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე
კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას

სათხილამურო კურორტეზე ასევე:

სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად
ასევე, ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება

24 დეკემბერი - 2 იანვრის პერიოდში ხდება შეზღუდვების შემსუბუქება:


ქვეყნის მასშტაბით:

იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები
აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე - საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა
3 იანვარი - 15 იანვრის პერიოდში

ქვეყნის მასშტაბით:

ცხადდება უქმე/დასვენების დღეები
აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში
არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა

16 იანვარი - 31 იანვარი

ქვეყნის მასშტაბით:

აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).
შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეზღუდვები არ ეხება:

სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას

საბანკო და საფინანსო საქმიანობას

სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტ-აფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას

დელივერსა და გატანის სერვისებს

სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას

ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს

საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს

აგრარული ბაზრობის მუშაობას და ა.შ.
14:33 / 26.11.2020
24 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში შეზღუდვების შემსუბუქება მოხდება.

კერძოდ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით:

იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;

აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე - საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

რაც შეეხება 3 იანვრიდან 15 იანვრის პერიოდს, ქვეყნის მასშტაბით გარკვეული ტიპის შეზღუდვა ისევ ბრუნდება. კერძოდ:

ცხადდება უქმე/დასვენების დღეები;

აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში;

არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.

16 იანვრიდან 31 იანვრამდე პერიოდში ქვეყნის მასშტაბით:

აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).

შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას.
14:28 / 26.11.2020
კალენდარი
×