დღეიდან 24 ნოემბრამდე საქართველოში ნალექი, მთაში თოვლი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი
დღეიდან 24 ნოემბრამდე საქართველოში ნალექი, მთაში თოვლი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი
კატეგორიის სხვა სიახლეები
არ ვიცი კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს. დღესაც ნახავთ ადამიანებს, ვისაც არ სჯერა, რომ კორონა არსებობს და რომ ის არის პრობლემა. მათ სჯერათ, რომ ეს არის მოგონილი, რომ დაჩიპონ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
14:35 / 27.11.2020
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერია სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს საკვები პროდუქტებით დაეხმარება.
14:30 / 27.11.2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, კორონავირუსს უკვე საკმაო რაოდენობის ექიმის სიცოცხლე შეეწირა.
14:19 / 27.11.2020
სამშობიარო ”იმედის კლინიკის” მეან-გინეკოლოგი, ზაზა იმერლიშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია, კლინიკის Facebook-ის გვერდზე ვრცელდება.
“იმედის კლინიკა” ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა, “იმედის კლინიკის” მეან-გინეკოლოგი, ზაზა იმერლიშვილი.
“იმედის კლინიკა” სამძიმარს უცხადებს ზაზა იმერლიშვილის ოჯახს და ახლობლებს.
14:16 / 27.11.2020
ველოდებით დასაქმებული პირების, მათ შორის თვითდასაქმებული პირების სიებს შესაბამისი ბიზნესიდან იმისთვის, რომ კომპენსაციის გაცემა დაიწყოს , - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
13:38 / 27.11.2020
ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებისა და დაწესებული შეზღუდვების გამო მთავრობის ადმინისტრაციამ მოქალაქეების და კერძო სექტორის მხარდაჭერის ახალი პაკეტი შექმნა.

ეს გახლავთ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ეტაპი.

კომუნალური ხარჯების სუბსიდირება - 4 თვის (ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით) განმავლობაში განხორციელდება კომუნალური ხარჯების სუბსიდირება (200 კვტ/მ3-მდე მოხმარება). ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა - 1 მილიონი ოჯახი. ბიუჯეტი 270 მლნ ლარი.

1200 ლარიანი დახმარება სამსახურდაკარგული პირებისთვის - ფორმალურ სექტორში დასაქმებული პირები, ვინც დროებით დაკარგავს სამსახურს, 2021 წლის იანვრიდან 6 თვის განმავლობაში მიიღებენ 200 ლარიან დახმარებას. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა - 125,000 პირი. ბიუჯეტი - 150 მლნ ლარი.

300 ლარიანი ერთჯერადი დახმარება - გაიცემა 300 ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციები იმ ობიექტებში დასაქმებული პირებისა და ინდ. მეწარმეების სასარგებლოდ, რომელთაც საქმიანობა შეუჩერდებათ დეკემბერსა და იანვარში დაწესებული დამატებითი შეზღუდვების შედეგად. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა - 100 ათასი. ბიუჯეტი - 30 მლნ ლარი.

600 ლარიანი დახმარება - 65-დან 100 ათას სოციალურ ქულამდე მყოფი ოჯახები იანვრიდან, თვეში საშუალოდ 100 ლარის ოდენობით (ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით) დახმარებას მიიღებენ 6 თვის განმავლობაში. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა 72 ათასამდე ოჯახი (220 ათასამდე პირი), ბიუჯეტი - 55 მლნ ლარი.

600 ლარიანი დახმარება - 0-დან 100 ათას ქულამდე მყოფი ოჯახებისთვის, რომლებსაც ჰყავთ 3 ან მეტი 16 წლამდე ბავშვი, 6 თვის განმავლობაში მიიღებენ თვეში 100 ლარს (იანვრიდან ივნისის ჩათვლით) - 24 ათასი ოჯახი. ბიუჯეტი - 15 მლნ ლარი.

18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის გაიცემა 600 ლარიანი დახმარება - თვეში 100 ლარი, 6 თვის განმავლობაში. ბენეფიციარების რაოდენობა - 43 ათასი პირი. ბიუჯეტი - 27 მლნ ლარი

საბანკო სესხების გადავადების შესაძლებლობა ექნებათ იმ ობიექტებში დასაქმებულ პირებს, რომელთა საქმიანობა იზღუდება დეკემბერი-იანვრის განმავლობაში.

ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტი - 515 მლნ ლარი

საშემოსავლო გადასახადის შეღავათი - 1500 ლარამდე ხელფასის მქონე პირები 750 ლარამდე თანხის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან 2021 წლის დეკემბერი-მაისის პერიოდში. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა: 33 ათასი კომპანია და 425 ათასი დასაქმებული. ბიუჯეტი - 260 მლნ ლარი.

ქონების გადასახადის შეღავათი ტურიზმის სექტორისთვის - ტურიზმის სექტორი (სასტუმროები, რესტორნების და მსგავს საქმიანობაში ჩართული ქონება) 2021 წელს გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან. ბიუჯეტი - 45 მლნ ლარი.

2020 წლის 4 თვის გადავადებული საშემოსავლო გადასახადის ჩამოწერა - განხორციელდება ტურიზმის სექტორში (სასტუმროები, რესტორნების და მსგავს საქმიანობაში ჩართული კომპანიები) 2020 წლის 1-ელ დეკემბრამდე გადავადებული საშემოსავლო გადასახადის ჩამოწერა. ბიუჯეტი - 20 მლნ ლარი.

გაგრძელდება სასტუმროების საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირება, ასევე ამოქმედდება რესტორნების საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირება 6 თვის განმავლობაში. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა - 3700 კომპანია.

მიკრო გრანტების პროგრამა - მიმდინარეობს მეწარმეობის მიკრო გრანტების პროგრამა, რომელიც ათასობით ახალ ბიზნეს პროექტს დააფინანსებს (2020 წლის პროგრამა). ბიუჯეტი - 40 მლნ ლარი.

საკრედიტო-საგარანტიო ფონდი - 2021 წელს აქტიურად გაგრძელდება საკრედიტო-საგარანტიო ფონდის მუშაობა, რომელიც დაეხმარება კერძო სექტორს როგორც არსებული სესხების რესტრუქტურიზაციაში, ასევე, ახალი სახსრების მოზიდვაში. ბიუჯეტი - 100 მლნ ლარი.

საბანკო სესხების გადავადების შესაძლებლობა ექნებათ იმ კომპანიებს, რომლებსაც შეეზღუდებათ საქმიანობა დეკემბერი-იანვრის პერიოდში.

ცნობისთვის, 26 ნოემბერს გახდა ცნობილი თუ რა შეზღუდვები დაწესდება ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე.

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.
13:11 / 27.11.2020
ამ დროისთვის საქართველოში 976 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში-447, აჭარაში-154, იმერეთში-226. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 375 პირი, მათგან თბილისში-201, აჭარაში-49, იმერეთში-45.
11:11 / 27.11.2020
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.
11:02 / 27.11.2020
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4,780 დაუდასტურდა, კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე განახლდა.
11:01 / 27.11.2020
ადამიანებისთვის, რომლებსაც „კოვიდის“ არსებობა არ სჯერათ, არის რეკომენდაცია, რომ იქნებ, კლინიკაში ერთხელ მოვიდნენ და ნახონ ინფიცირებული მძიმე პაციენტები, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
00:10 / 27.11.2020
კალენდარი
×