ლევან რატიანი - იმედი მაქვს, მალე ჩვენი ქვეყანა კორონავირუსს დაამარცხებს და ყველანი გადავრჩებით
ლევან რატიანი - იმედი მაქვს, მალე ჩვენი ქვეყანა კორონავირუსს დაამარცხებს და ყველანი გადავრჩებით
კატეგორიის სხვა სიახლეები

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გარემოზე ზრუნვას განაგრძობს. ამჯერად კომპანიის თანამშრომლებმა იმერეთში, აჯამეთის ტყეში, 500 მუხის ნერგი დარგეს. აღნიშნული კამპანიით „ტოიტა ცენტრი თეგეტა“ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს პროექტს შეუერთდა, რომელიც რამდენიმე წელია მიმდინარეობს და აჯამეთის დაცულ ტერიტორიებზე იმერული მუხის აღდგენას გულისხმობს. იმერული მუხა აჯამეთის აღკვეთილის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა და საქართველოს „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი.

14:29 / 05.12.2020
„2020 წლის 3 დეკემბერს, ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით (COVID-19) გარდაიცვალა ბერ-დიაკონი კირიონი (ადეიშვილი) “ , აღნიშნულია „საპატრიარქოს უწყებანის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
13:37 / 05.12.2020
"მე ვიყავი და ვარ "ოცნების" მხარდამჭერი, მაგრამ დაპირისპირება მქონდა ჯანდაცვის მინისტრთან; არა მარტო ამ მინისტრთან, სერგეენკოსთანაც",- ამის შესახებ "კოვიდ-19"-ის სამკურნალო კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ "პირველი არხის" ეთერში განაცხადა.
12:43 / 05.12.2020
მიზნობრივი წერტილოვანი შეზღუდვების ორ თვიანი კონკრეტული გეგმის ფარგლებში, უკვე დაიწყო ინტენსიური ტესტირება, რომელიც სახელმწიფოს მიერ დღეში 20 000 ტესტის ჩატარებას გულისხმობს. დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 18 095 ტესტი, აქედან 7 716 ანტიგენი და 10 379 „პისიარი“, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
11:48 / 05.12.2020
24 საათის განმავლობაში საქართველოში 37 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, - ინფორმაცია StopCov.ge-ზე განახლდა.
11:03 / 05.12.2020
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5450 ადამიანს დაუდასტურდა, 2306 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
11:01 / 05.12.2020
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, რატიანი ლაივ ჩართვის მეშვეობით საზოგადოებას რჩევებს აძლევს და განმარტავს, რა შემთხვევაში უნდა მოხდეს პაციენტის ჰოსპიტალიზაცია.

“ერთი რამ მინდა ჩემგან ყველამ იცოდეთ, თუ სიცხე “გაჯიუტდა” და 48 საათის განმავლობაში 38+1 გრადუსი დაფიქსირდა, არ აქვს ამას მნიშვნელობა არც ასაკს, არც სქესს, იმყოფებით თუ არა რისკ ჯგუფში, ჩემი თხოვნა იქნება, რომ ყველა პაციენტი მოხვდეს ექიმთან და გაიაროს ემერჯენსის ოთახი. ვინაიდან ეს წარმოადგენს, ერთ-ერთ სიგნალს იმისას, რომ პაციენტს ესაჭიროება სამედიცინო მომსახურეობა. ცხელება საგანგაშო ნიშნად მინდა ჩათვალოთ, თერმომეტრი ყველას გაგვაჩნია სახლში და თუ 38-ს +1 ცელსიუსი აღმოგაჩნდათ 48 საათის განმავლობაში და თუ ამას დაემატა საერთო სისუსტე და ძლიერი ხველა, აუცილებლად უნდა განხორციელდეს ასეთი პაციენტების ჰოსპიტალიზაცია. ასეთ ვითარებაში ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ მოვხვდეთ ექიმთან და ჩავიტაროთ პირველადი გამოკვლევები”-აღნიშნავს ლევან რატიანი.

რაც შეეხება რჩევებს იმ კოვიდინფიცირებულებისთვის, ვინც სახლში გადის მკურნალობას:

“პირველ რიგში უნდა დავიტვირთოთ სითხით, რადგან ვირუსს ახასიათებს ჭარბი ოფლიანობა, შესაბამისად, სითხის დაკარგვის შემთხვევაში ადამიანი განიცდის სითხის დეფიციტს. რომ არ წავიდეს პათოლოგიური პროცესი უნდა მივიღოთ ბევრი სითხე.

მეორე რაც უნდა გააკეთოთ: როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, კორონავირუის გავრცელებას ხელს უშლის ტუტე გარემო, ამიტომ ვივლებთ ყოველ ორ საათში სოდიან წყალს.”

ამასთან, ლევან რატიანმა აღნიშნა, რომ გაზიანი მინერალური წყლის, მაგალითად “ბორჯომის” მიღება ასეთ მდგომარეობაში სასურველია.

“მესამე-მხოლოდ იმ შემთხვევაში ვსვამთ სიცხის დამწევს თუ ტემპერატურა აღემატება 38 გრადუსს. ამასთან, არ ვიღებთ ანტიბოტიკებს, რადგან ანტიბიოტიკი პაციენტმა უნდა მიიღოს მხოლოდ გართულების შემთხვევაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის უფრო მეტად საზიანოა ჯანმრთელობისათვის.”-აღნიშნა რატიანმა.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა პირბადის მოხმარების წესზეც ისაუბრა.

რატიანი აღნიშნავს, რომ დახურულ სივრცეში პირბადის ტარება აუცილებელია, ღია სივრცეში, სუფთა ჰაერზე კი შეგვიძლია მოვიხსნათ.

“რაც შეეხება პირბადეს, როდესაც ვართ სუფთა ჰაერზე და ჩვენ გარშემო არავინ არ არის, არც ჩვენ ვართ ინფექციის გამავრცელებლები, აუცილებლად ვიხსნით პირბადეს და ვსუნთქავთ სუფთა ჰაერს,”-აღნიშნავს ლევან რატიანი.
22:36 / 04.12.2020
"სეკულარიზმზე სანამ ილაპარაკებთ, გაერკვიეთ თუ რა გვინდა როგორ იყო საქართველოში. დავით აღმაშენებლთან კიდევ კარგი ესენი არ იყვნენ, დაუწყებდნენ, ოთხი ბერით რატომ მართავ სახელმწიფოს. საქართველოს აღორძინების დრო მაშინ დაიწყო. ჩვენ არ გვინდა სკამები და ისინი … იცით, პირადად მე, სკამის მიმართ როგორი დამოკიდებულება გვაქვს, თავისუფლად შემიძ₾ია ნებიმიერს შეველიო. მთავარია, კაცმა ღმერთი არ დაკარგო".
22:33 / 04.12.2020
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ გრიპის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში უნდა ჩავთვალოთ, რომ საქმე კორონავირუსთან გვაქვს.
21:44 / 04.12.2020
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე "დღის კურიერში" სტუმრობისას აცხადებს, პრეპარატ "რემდესივირის" საქართველოში შემოტანას მოწინააღმდეგეები ჰყავდა.
21:31 / 04.12.2020
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
×