ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.
“მედიისადმი მაქვს თხოვნა, რომ მხოლოდ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია გააშუქოთ. არ შეუწყოთ ხელი სოციალურ ქსელებში დაპირისპირებულობას. რა თქმა უნდა კრიტიკა უნდა იყოს, მე კრიტიკას ძალიან ჯანსაღად ვიღებ, როცა მიმითითებენ და მეუბნებიან, რომ რაღაცას ვერ ვაკეთებ, სუსტად ვაკეთებ, ან შემიძლია უკეთესად გავაკეთო. კრიტიკა უნდა იყოს, მაგრამ არ უნდა იყოს ჩასაფრებული კრიტიკა. არ უნდა იყოს პოლიტიკური ქულებისთვის, დღეს არავის არ სჭირდება. ვიღაცამ თუ ჩემზე მეტი იცის და ალბათ ბევრია ასეთი ადამიანი ქვეყანაში, ვინც დღეს ჩემზე მეტი იცის – მირჩიოს რა გავაკეთო და არა ის, რომ შენ რატომ ვერ აკეთებ. მოვიდეს, დაჯდეს ჩემს ადგილას და უკეთესად გააკეთოს მაშინ”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.