კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველო ლიდერობს
კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველო ლიდერობს
კატეგორიის სხვა სიახლეები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძახის თქმით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უახლოეს მომავალში შემოვა.
19:22 / 05.03.2021
დღეს შედგა სატელეფონო კომუნიკაცია „ფაიზერის“ სათაო ოფისთან, ასევე კოვაქსის წარმომადგენელთან - ეს იყო ის შეხვედრა, სადაც უნდა დაზუსტებულიყო დამატებითი პირობები ვაქცინის მოწოდებისთვის. ჩვენ გვქონდა იმის საშუალება, რომ დეტალურად გაგვევლო ყველა ეტაპი ვაქცინის ქვეყანაში შემოტანის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.
19:18 / 05.03.2021
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ონლაინ სემინარი "მათემატიკა საქართველოს საშუალო განათლების საფეხურის სასწავლო კურიკულუმში: საგანმანათლებლო გეგმა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში" გახსნა, სადაც ცნობილმა მათემატიკოსმა, მათემატიკური განათლების რეფორმის ავტორმა და ტექნოლოგიების სპეციალისტმა კონრად ვოლფრამმა წაიკითხა მოხსენება ახალი თამამი იდეის შესახებ მათემატიკის სწავლების მიმართულებით.

მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკს სემინარის ორგანიზებისთვის, კონრად ვოლფრამს კი საინტერესო მოხსენებისათვის.
17:14 / 05.03.2021
კორონავირუსის პანდემია მთელი 2021 წელი გაგრძელდება და მისი დასრულება 2022 წლის დასაწყისისთვის არის მოსალოდნელი, - ასეთი ვადები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ გერმანულ გამოცემა ჭელტ-თან ინტერვიუში დაასახელა.

მისივე ვარაუდით, 2021 წლის განმავლობაში ვირუსი უკან არ დაიხევს, თუმცა სიტუაცია უფრო მართვადი გახდება. როგორც კლუგე აცხადებს, 1 წლის შემდეგ კაცობრიობამ კორონავირუსზე უფრო მეტი იცის და მასთან ბრძოლის ინსტრუმენტები გაჩნდა, მათ შორის დიაგნოსტიკა და ვაქცინები.

"თუმცა ჩემს მუშაობაში აუცილებელია წინასწარ დაგეგმვის ცოდნა, ამიტომაც ვფიქრობ, რომ პანდემია 2022 წლის დასაწისში დასრულდება", - განაცხადა ჰანს კლუგემ. თუმცა, იქვე განმარტა, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი მთლიანად გაქრება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
14:38 / 05.03.2021

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ პოტენციურ მომხმარებლებს 2021 წლის RAV4-ის 18-მდე კომპლექტაციას სთავაზობს. მათ შო¬რისაა 10-მდე ჰიბ¬რი¬დული მო¬დელი, რომელიც აღჭურვილია 2.5 ჰიბრიდული ძრავით, გამოიმუშავებს 222 ცხენის ძალას და გამოირჩევა საწვავის მოხმარების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლით (4.4ლ/100კმ).
ბენზინის ძრავით წარმოდგენილი მოდელები აღჭურვილია 2.0 ძრავით და ჰიბრიდის მსგავსად სამოდელო ხაზში ხელმისაწვდომია, როგორც წინა წამყვანი თვლებით, ასევე სრული ამძრაობის სისტემის მქონე (4x4) კომპლექტაციებით.

„ტოიოტა ცენტრ თეგეტაში“ RAV4-ის შეძენა შესაძლებელია როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე საბანკო განვადებით. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არჩევანს ლიზინგზე შეაჩერებს, დამატებით 8000 ლარამდე ფასდაკლებით ისარგებლებს.

13:12 / 05.03.2021
ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სერვის „მაქსიმის“ სპეციალისტები გვიყვებიან ტაქსის მძღოლი ქალბატონის შესახებ: დაასახელეს მისი სახელი, ასაკი და ავტომობილის მარკა.
აღმოჩნდა, რომ ტაქსის მძღოლ ქალებს შორის ყველაზე გავრცელებული სახელია ნინო - 6,2%. მეორე ადგილზეა ნათია - 3,1%, მესამეზე კი - ნანა - 2,5%. ყველაზე გავრცელებული სახელების ათეულში ასევე შევიდა სახელები: თეა, თამარი, მაია, ანა, მარიამ, თინათინ და ხათუნა.
უმეტეს შემთხვევაში ტაქსის მძღოლებად მუშაობენ 21-დან 35 წლამდე ასაკის ქალები. ისინი შეადგენენ საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტს - 62,7%-ს. უფრო ნაკლები არიან 36-დან 45 წლამდე ასაკის მძღოლები - 20,5%. 65 წლამდე მძღოლების წილი კი 16,8 % შეადგენს.
12:43 / 05.03.2021
საქართველოს სახალხო დამცველის ე. წ. კარტოგრაფების საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას აქვეყნებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში სახალხო დამცველმა ორ ძირითად საკითხზე გაამახვილა ყურადღება: (1) შესაბამისობაშია თუ არა წარდგენილი ბრალდება კანონიერების კონსტიტუციურ პრინციპთან (სახეზე გვაქვს თუ არა დანაშაულის ობიექტური მხარე და ბოროტი განზრახვის ელემენტები). (2) სახეზე გვაქვს თუ არა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა (პოლიტიკური ან სხვა ქვენა მოტივის არსებობა) სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას.

"2020 წლის 25 თებერვალს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ე. წ. კარტოგრაფების საქმეზე სასამართლოს მეგობრის (ამიცუს ცურიაე) მოსაზრებით მიმართა. წარდგენილი დოკუმენტი საქმის მასალების 14 ტომის, მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესწავლას ემყარება. გამოძიების მასალების შესწავლის პარალელურად, სახალხო დამცველმა შეხვედრები გამართა როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარესთან. აპარატი დააკვირდება სასამართლო პროცესის მსვლელობასაც.
11:56 / 05.03.2021
ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსგადატანილი პაციენტების კვლევა 8 მარტს დაიწყება.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ინფექციური საავადმყოფოს მკვლევარები დღეიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იმ პაციენტებს დაურეკავენ, რომლებიც თბილისში როგორც ბინაზე, ასევე კოვიდკლინიკებში მკურნალობდნენ და მათი მონაცემები ერთიან ბაზაშია.

„კვლევა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ტარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ყველა იმ პირის სია, რომლებმაც კოვიდი ბოლო ორი თვის განმავლობაში თბილისში გადაიტანეს. ამ სიიდან, დღეიდან, შემთხვევითი შერჩევითი პრინციპით, კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, ჩვენი მკვლევარი მოქალაქეს დაუკავშირდება და კლინიკაში კვლევაში ჩასართავად მოიწვევს. ჩვენ მოვიწვევთ ყველა კოვიდგადატანილ პაციენტს. კვლევის ერთ-ერთი ამოცანაა, რომ დავადგინოთ პოსტკოვიდური სინდრომი რამდენ პროცენტს აღმოაჩნდება, რამდენს არა. რამდენი იქნება ქალი და რამდენი კაცი, როგორი იქნება ასაკობრივი განაწილება. ვის აღმოაჩნდება უფრო ხშირად, ის, ვინც ჰოსპიტალში იყო და გადაიტანა თუ ის, ვინც ბინაზე იყო და იქ გადაიtანა. პაციენტებს უკვე ორშაბათიდან, 8 მარტიდან მივიღებთ“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
11:11 / 05.03.2021
საქართველოში კორონავირუსის 390 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 172 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 10 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 22 022 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 350, „პისიარ“ ტესტით – 8 672.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,77% ბოლო 14 დღის – 1,62%, ბოლო შვიდი დღის – 1,31%.
10:57 / 05.03.2021
​კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,31 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 1,77 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 1,62.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 390 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 172 პაციენტი, გარდაიცვალა 10 ადამიანი.
10:54 / 05.03.2021
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
×