დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ, საქართველოში არსებული კომპანიების ხელმძღვანელებს მოუწოდა რომ იტალიიდან დაბრუნებული მათი თანამშრომლები 2 კვირის განმავლობაში სამსახურში არ დაუშვან.
ამასთან იმნაძემ იტალიიდან დაბრუნებულ თანამოქალაქეებს თვითიზოლაციაში ყოფნის მითითება მისცა და მაღალი სოციალური პასუხისმგბელობის გამოჩენა სთხოვა.
"ჩვენი ინფორმაციით იტალიაში საქართველოს საკმაოდ ბევრი მოქალაქეა დარჩენილი. ჩამოსვლისას თუ მათ რაიმე სიმპტომი ექნებათ ჩვენ მოვუვლით კარანტინში, მაგრამ მათ ვისაც არ ექნებათ რაიმე ნიშანი თხოვნა გვექნება ნუ შეუქმნიან რისკს თავიანთ თავსა და ოჯახის წევრებს. მოვუწოდებთ მაქსიმალურად დაიცვან ყველა წესი. ხოლო სამსახურის ხელმძღვანელებმა, რომლებმაც იციან, რომ მათი თანამშრომლები იტალიიდან დაბრუნდნენ, მოვუწოდებ მათ, რომ ისინი 2 კვირის განმავლობაში სამსახურში არ დაუშვან", - განაცხადა პაატა იმნაძემ "ფორმულას" ეთერში.
1-ელი მარტის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 3 ფაქტია გამოვლენილი. მედიკოსების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.