სკანდალურ ქართულ-შვედურ ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ” ერთ- ერთი მთავარი როლის შემსრულებელის, ირაკლის ბებიის როლს მსახიობი თამარ სხირტლაძე ასრულებს.
“პრაიმტაიმი” დაინტერესდა იცოდა თუ არა მსახიობმა რომ ის თამაშობდა ასეთ სკანდალურ გეი ფილმში მან ასე უპასუხა:
– “პირველად ჩემი შვილიშვილისგან გავიგე, რომ ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ვთამაშობდი. გავგიჟდი, საიდან მოიგონე-მეთქი. შენ ეტყობა არ გახსოვს და მე კარგად მახსოვს, რომ თავიდან უარი უთხარი, მერე დათანხმდი და გადაღებებზე დაგიბარესო. რამდენიმე ხნის წინ, ჩამოსული იყო შვედი რეჟისორი და ასაკოვან ქალს ეძებდა, ბებიის როლისთვის. ვიცოდი, რომ ფილმში ბებიას და შვილიშვილს ძალიან უყვართ ერთმანეთი და მეც დავთანხმდი. თან, „ბებიის“ უამრავი როლი მაქვს შესრულებული. დღეში 200 ლარი შემომთავაზეს. შვილიშვილები მყავს და ყოველთვის მჭირდება გარკვეული რაოდენობის თანხა, თუნდაც, ბავშვების საჩუქრებისთვის. ისე მივედი გადაღებაზე, აზრზე არ ვიყავი რა ფილმი იყო, ან ვინ თამაშობდა. ერთი რაც ვიცოდი, ბებიის როლი მქონდა – დამაწვინეს ტახტზე, ეს ჩემი „შვილიშვილი“ მოვიდა, გამაღვიძა და ხელებს მიკოცნიდა. მე გავიღვიძე და მოვეფერე. ეს კადრი დარჩა თუ არა, არც ვიცი. ამის მერე შევედი სამზარეულოში. მან მეგობარი მოიყვანა. ამ ქალს, მე ვისაც ვთამაშობ, სკლეროზი აქვს. რა ჰქვია – ვეკითხები და მერაბიო. რა კარგი ბიჭია ეს კახა მეთქი, ვუპასუხე (სახელიც კი ვერ გაიხსენა). ამის შემდეგ ჩაის ასმევს და კარაქიან პურს ვთავაზობ."
წყარო:primetime.ge