Tbilisi Pride: ანა სუბელიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მოვითხოვთ, თავდამსხმელები დაუყოვნებლივ დააკავონ!
Tbilisi Pride: ანა სუბელიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მოვითხოვთ, თავდამსხმელები დაუყოვნებლივ დააკავონ!
კატეგორიის სხვა სიახლეები
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, რატიანი ლაივ ჩართვის მეშვეობით საზოგადოებას რჩევებს აძლევს და განმარტავს, რა შემთხვევაში უნდა მოხდეს პაციენტის ჰოსპიტალიზაცია.

“ერთი რამ მინდა ჩემგან ყველამ იცოდეთ, თუ სიცხე “გაჯიუტდა” და 48 საათის განმავლობაში 38+1 გრადუსი დაფიქსირდა, არ აქვს ამას მნიშვნელობა არც ასაკს, არც სქესს, იმყოფებით თუ არა რისკ ჯგუფში, ჩემი თხოვნა იქნება, რომ ყველა პაციენტი მოხვდეს ექიმთან და გაიაროს ემერჯენსის ოთახი. ვინაიდან ეს წარმოადგენს, ერთ-ერთ სიგნალს იმისას, რომ პაციენტს ესაჭიროება სამედიცინო მომსახურეობა. ცხელება საგანგაშო ნიშნად მინდა ჩათვალოთ, თერმომეტრი ყველას გაგვაჩნია სახლში და თუ 38-ს +1 ცელსიუსი აღმოგაჩნდათ 48 საათის განმავლობაში და თუ ამას დაემატა საერთო სისუსტე და ძლიერი ხველა, აუცილებლად უნდა განხორციელდეს ასეთი პაციენტების ჰოსპიტალიზაცია. ასეთ ვითარებაში ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ მოვხვდეთ ექიმთან და ჩავიტაროთ პირველადი გამოკვლევები”-აღნიშნავს ლევან რატიანი.

რაც შეეხება რჩევებს იმ კოვიდინფიცირებულებისთვის, ვინც სახლში გადის მკურნალობას:

“პირველ რიგში უნდა დავიტვირთოთ სითხით, რადგან ვირუსს ახასიათებს ჭარბი ოფლიანობა, შესაბამისად, სითხის დაკარგვის შემთხვევაში ადამიანი განიცდის სითხის დეფიციტს. რომ არ წავიდეს პათოლოგიური პროცესი უნდა მივიღოთ ბევრი სითხე.

მეორე რაც უნდა გააკეთოთ: როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, კორონავირუის გავრცელებას ხელს უშლის ტუტე გარემო, ამიტომ ვივლებთ ყოველ ორ საათში სოდიან წყალს.”

ამასთან, ლევან რატიანმა აღნიშნა, რომ გაზიანი მინერალური წყლის, მაგალითად “ბორჯომის” მიღება ასეთ მდგომარეობაში სასურველია.

“მესამე-მხოლოდ იმ შემთხვევაში ვსვამთ სიცხის დამწევს თუ ტემპერატურა აღემატება 38 გრადუსს. ამასთან, არ ვიღებთ ანტიბოტიკებს, რადგან ანტიბიოტიკი პაციენტმა უნდა მიიღოს მხოლოდ გართულების შემთხვევაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის უფრო მეტად საზიანოა ჯანმრთელობისათვის.”-აღნიშნა რატიანმა.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა პირბადის მოხმარების წესზეც ისაუბრა.

რატიანი აღნიშნავს, რომ დახურულ სივრცეში პირბადის ტარება აუცილებელია, ღია სივრცეში, სუფთა ჰაერზე კი შეგვიძლია მოვიხსნათ.

“რაც შეეხება პირბადეს, როდესაც ვართ სუფთა ჰაერზე და ჩვენ გარშემო არავინ არ არის, არც ჩვენ ვართ ინფექციის გამავრცელებლები, აუცილებლად ვიხსნით პირბადეს და ვსუნთქავთ სუფთა ჰაერს,”-აღნიშნავს ლევან რატიანი.
22:36 / 04.12.2020
"სეკულარიზმზე სანამ ილაპარაკებთ, გაერკვიეთ თუ რა გვინდა როგორ იყო საქართველოში. დავით აღმაშენებლთან კიდევ კარგი ესენი არ იყვნენ, დაუწყებდნენ, ოთხი ბერით რატომ მართავ სახელმწიფოს. საქართველოს აღორძინების დრო მაშინ დაიწყო. ჩვენ არ გვინდა სკამები და ისინი … იცით, პირადად მე, სკამის მიმართ როგორი დამოკიდებულება გვაქვს, თავისუფლად შემიძ₾ია ნებიმიერს შეველიო. მთავარია, კაცმა ღმერთი არ დაკარგო".
22:33 / 04.12.2020
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ გრიპის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში უნდა ჩავთვალოთ, რომ საქმე კორონავირუსთან გვაქვს.
21:44 / 04.12.2020
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე "დღის კურიერში" სტუმრობისას აცხადებს, პრეპარატ "რემდესივირის" საქართველოში შემოტანას მოწინააღმდეგეები ჰყავდა.
21:31 / 04.12.2020
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას დედა, რემა ჟვანია გარდაიცვალა.
20:50 / 04.12.2020
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ჯანდაცვის მინისტრის მუშაობით კმაყოფილია. თუმცა, ამასთან, თენგიზ ცერცვაძე აღნიშავს, რომ მას და მინისტრს, კარგი პირადი ურთიერთობა არ ჰქონიათ.
20:47 / 04.12.2020
„საქართველო ინფექციის გავრცელების აღმავალ ფაზაშია და საკმაოდ მაღალი გავრცელების მაჩვენებელი გვაქვს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
18:57 / 04.12.2020
რამდენიმე დღის წინ, თბილისის ერთ-ერთ უბანში 14 წლის გოგონა ლ.მ დაიკარგა… ძებნაში ახლობლებთან ერთად პოლიციაც ჩაერთო. აღმოჩნდა, რომ ბავშვი ქალაქის გარეუბანში, მეგობართან იმყოფებოდა, რომელიც ასევე არასრულწლოვანი გახლავთ და სახლში მასზე კიდევ უმცორს ორ დასთან და მამასთან ერთად ცხოვრობდა.
18:47 / 04.12.2020
ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა:
14:42 / 04.12.2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერჯერობით არ არის დადასტურებული, დაფიქსირდა თუ არა კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა. გამყრელიძის განცხადებით, ამ საკითხზე ჩაღრმავებული კვლევა მიმდინარეობს.
14:10 / 04.12.2020
კალენდარი
×