ბათუმში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა - აქციის მონაწილეებმა კინოთეატრ „აპოლოს“ კვერცხები დაუშინეს
 ბათუმში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა - აქციის მონაწილეებმა კინოთეატრ „აპოლოს“ კვერცხები დაუშინეს
კატეგორიის სხვა სიახლეები
„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი”, პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ, ატარებს გრძელვადიან საგანმანათლებლო კვლევას დებატების ტექნიკის სწავლების გავლენის შესახებ დებატების კლუბის მონაწილეებსა და დებატების კლუბის ხელმძღვანელებზე.

კვლევაში მონაწილეობას იღებს 1000-ზე მეტი მოსწავლე და მასწავლებელი მთელი საქართველოდან, რომლებიც მეორე ეტაპისთვის დებატების ტექნიკის სწავლების სრულფასოვანი კურსის გავლის შემდეგ, განმეორებით მიიღებენ კველვაში მონაწილეობას დებატების გავლენის ზუსტი განსაზღვრისთვის.

კვლევის მიზანია ახალგაზრდების განვითარებაზე დებატების სწავლების პოზიტიური გავლენების გაზომვა. იგი მოიცავს როგორც ძირითადი, ისე საკონტროლო ჯგუფების შესწავლას რაოდენობრივი და თვისებრივი ინსტრუმენტებით. ხარისხისა და კომპონენტების  მიხედვით უპრეცენდენტო და მთელს საგანმანათლებლო დებატების სივრცეში ერთ-ერთი უნიკალური კვლევის დასრულების შემდეგ, 2020-21 სასწავლო წლის ბოლოს, შესაძლებელი იქნება გაკეთდეს განაცხადები იმის თაობაზე, თუ რამდენად ახდენს გავლენას ერთწლიანი სასწავლო დებატების პროგრამა ახალგაზრდებისა და ზრდასრულების თვითპრეზენტაციაზე, თვითკონტროლზე, თვითშეფასებაზე, კონფლიქტების მართვაზე, თანამშრომლობით უნარზე, არგუმენტირებულ მსჯელობასა და სხვა.

 

11:09 / 25.11.2020
გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 34 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
11:07 / 25.11.2020
„დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ერთი პროექტი, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, სამგორის რაიონში, თაყაიშვილის ქუჩაზე, 8,000 კვადრატულ მეტრზე ძალიან მაგარი პროექტი განახორციელდა. ირგვლივ ბევრი ადამიანი ცხოვრობს და მის რეაბილიტაციაზე დიდი მოთხოვნა იყო, ხოლო რეაბილიტაციის შემდეგ გვაქვს ყველანაირად მოწესრიგებული პარკი. ამ პროექტის ფარგლებში ყველაფერი გაკეთდა, რაც სჭირდებათ სკვერებს, პარკებს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
11:04 / 25.11.2020
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 071 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
10:59 / 25.11.2020
საქართველოში არაერთი შემთხვევაა, როცა ასაკოვანმა ადამიანებმა კორონავირუსი დაამარცხეს. მათ შორისაა 100 წლის თამარ ფხაკაძე, რომელიც კოვიდ 19-განცოტა ხნის წინ განიკურნა. ის თავს კარგად გრძნობს და შვილთაშვილის დაბადების დღის აღსანიშნავად აჭარულიც კი იცეკვა.
10:11 / 25.11.2020
აუცილებელია იმ შეზღუდვების გამკაცრება, რომელიც ამ დროისთვის მოქმედებს საქართველოში, – ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა, ზაზა წერეთელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების შეხვედრაზე განაცხადა, სადაც ის ვიდეო კონფერენციის რეჟიმში მონაწილეობდა.
09:54 / 25.11.2020
სინოპტიკოსები 25 ნოემბერს ქუთაისში მცირე ნალექს პროგნოზირებენ. დღისით ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +6. ოზურგეთშიც დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7. ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი ბათუმში, სადაც +11 გრადუსი სითბო იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
09:41 / 25.11.2020
რამდენიმე დღე პიკამდე - სამედიცინო სფეროს ანალიტიკოსების შეფასებით, საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი 29 ნოემბრისთვის იქნება. თუ რამდენ ხანს შენარჩუნდება ქვეყანაში პიკი და როდის დაიწყება დაინფიცირებულების შემცირება - ამაზე საუბარს სპეციალისტები ჯერ ნაადრევად მიიჩნევენ.
09:29 / 25.11.2020
რეალობა არის ის, რომ სიტუაცია ძალიან მძიმეა, მივექანებით მწვავე პიკისაკენ და ამ პიკს ჯანდაცვის სექტორი ვერ გაუძლებს, - ამის შესახებ მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორმა, აშშ-ში მოღვაწე ქართველმა ექიმმა ზურაბ გურულმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
00:23 / 25.11.2020
სიტუაცია უპირველეს ყოვლისა, ჩემი პირადი მოსაზრებით დაკავშირებული არის სეზონთან და ამ სეზონზე რესპირაციული ინფექციები ყოველთვის უფრო აქტიური გავრცელებით გამოირჩევა და კოვიდი ჯერჯერობით მწვავე რესპირაციულ ინფექციათა რიგში იმეორებს იმ სეზონურ ხასიათს, რაც დამახასიათებელია ამ ტიპის ვირუსებისთვის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა. ხათუნა ზახაშვილის თქმით, საქართველო კორონავირუსის გავრცელების პიკშია შესული, რომელიც სავარაუდოდ 2 კვირამდე გაგრძელდება.
00:12 / 25.11.2020
კალენდარი
×