2017 წელს ყოფილი მეტროპოლიტი, მეუფე პეტრე (ცაავა) ამტკიცებდა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მოწამლეს. მისივე თქმით, 2009 წელს თეოლოგმა გიორგი ანდრიაძემ და უფლებადამცველმა ნინია კაკაბაძემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მოწამვლაში საქართველოს იმჟამინმდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულეს. პეტრე ცაავა თეოლოგისა და უფლებადამცველის ბრალდებას არ ეთანხმებოდა. ამასთან, როგორც ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი ამტკიცებდა, პატრიაქის შესაძლო მოწამვლაში ერთადერთი დამნაშავე პატრიარქის მდივან-რეფერანტი შორენა თეთრუაშვილი იყო.
თეოლოგიის დოქტორი გიორგი ანდრიაძე “2020NEWS“-თან ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის პეტრე (ცაავას) სკანდალურ განცხადებას უარყოფს. მისი თქმით, მან პატრიარქის შესაძლო მოწავლის შესახებ არაფერი იცის.
“2009 წელს პატრიარქის მოწამლის ფაქტს ვერ გავიხსენებ. 2008 წელს სააკაშვილის ზონდერებმა აიღეს ჩემს მიერ შექმნილი საპატრიარქოს ტელევიზია. 2008, 2009, 2010 წლებში დევნილ მდგომარეობაში ვიყავი. მე ამ საკითხთან შეხება არ მქონია და რა ვიცი, მაგალითად, ავსტრალიაში რა მოხდა?! დაახლოებით იგივე რამე იყო, რაც ტელევიზიით გავრცელდა. რაც თქვენ იცით, ის ვიცი მეც. სხვას ვერაფერს დავადასტურებ და ვერც უარვყოფ“,- განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.
“2020NEWS” გთავზობთ 2017 წელს ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას იმ სკანდალურ განცხადებას, რომელშიც აცხადებს, რომ 2009 წლის ნინოობის დღესასწაულზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მოწამლეს. მაშინ ყოფილმა მეუფემ ხელი პატრიარქის მდივან-რეფერანტს, შორენა თეთრუაშვილს დაადო და პარტიარქის მოწამვლაში დაადანაშაულა. მისივე განცხადებით, თეოლოგიის დოქტორმა ანდრიაძემ და უფლებადამცველმა კაკაბაძემ პატრიარქის შესაძლო მოწამვლაში იმჟამინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულეს, რაც სრული სიცრუეა.
“როცა 2009 წელს, ნინოობის დღესასწაულის წინა დღეს, პატრიარქი შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს, მე ვესწრებოდი ამ შეხვედრას. გვმასპინძლობდა, გვემსახურებოდა ქალბატონი (შორენა თეთრუაშვილი), პატრიარქის მდივან-რეფერანტი. პრეზიდენტი იღებს ყველას შეთავაზებულ ღვინოს, სასმისს, ყავას, საჭმელს, ასე ვთქვათ პატრიარქის ულუფასაც თვითონ ჭამს, მეორე დღეს პატრიარქი ხდება ძალიან ცუდად, ერთი საათი იყო უკონტროლო მდგომარეობაში ნინოობის დღესასწაულზე. როცა მე წირვის შემდეგ დავბრუნდი საპატრიარქოში, პატრიარქი გადაიყვანეს თოდუას კლინიკაში.
მაშინ, ე.წ უფლებადამცველი კაკაბაძე, ე.წ საპატრიარქოს უფლებების დამცველი არამზადა გიორგი ანდრიაძე, თუ გაიხსენებთ 2009 წლის იანვრის პრესას, პირდაპირ წერდნენ, რომ პრეზიდენტმა მოწამლა პატრიარქი. მაგრამ მაშინ არ ეყო გამბედაობა ქვეყნის ხელისუფლებას, გამოეძიებინა ეს ფაქტი. მე იმედი მაქვს, ამ ჯერზე მაინც იქნება ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზე (სტილი დაცულია)”, - განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ “იმედის დროში“.
წყარო: 2020news.ge