მეუფე იაკობი კარტებს ხსნის და სახელმწიფო რეკეტზე საუბრობს. საქმეში ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე ფიგურირებენ.
მეუფე იაკობი სკანდალურ განცხადებას აკეთებს და აცხადებს, რომ ივანიშვილის გარემოცხვა ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს რამაზ ნიკოლეიშვილს 15 მილიონი ლარის მოტანას აიძულებდნენ. აღნიშნულ;ი თანხა ხელშეუხებლობის გარანტია იქნებოდა.
როგორც ირკვევა, საქმეში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები ძმები მიქაძეებიც ჩაერთნენ.
მეუფე იაკობმა დღეს "მთავართან" ექსკლუზიურ ინტერვიუში პირდაპირ თქვა, რომ შეხვედრაზე, სადაც ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის ბედი წყდებოდა, სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ ის ფარცხალაძეს თავის მოჭრითაც კი დაემუქრა.
"ფარცხალაძეს მართლა მოვაჭრი თავს"- აცხადებს მეუფე იაკობი.
"რამაზ ნიკოლაიშვილს 15 მილიონის მიტანა სთხოვა ფარცხალაძემ და მამაცაშვილმა. იკითხა სად მაქვსო, ეტყობა მინისტრი რომ იყო... თუ გადაუხდიდა კიდევ მოსთხოვდნენ" - განაცხადა ფარცხალაძემ.