ბათუმში ტაქსის კომპანია "მაქსიმის" მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ. მათ მანქანები იუსტიციის სახლთან გააჩერეს, სადაც პოლიციაა მობილიზებული. მძღოლები კომპანიას ტარიფების გაზრდას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს აანონსებენ.
"ქალაქის ტერიტორიაზე მგზავრები მაქსიმუმ 2 ლარად გადაგვყავს. ამ ფასად მანქანებს ძლივს ვინახავთ. საწვავიც გაძვირდა. ოჯახები გვყავს სარჩენი, ვითხოვთ ან გაზარდონ ტარიფები ამ კომპანია თვითონ მოიკლოს და მეტი გადაგვიხადოს", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
კომპანიაში მძღოლების მოთხოვნასთან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.