თავხელიძის ქუჩაზე უკანონო მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით მოსახლეობამ გზა გადაკეტა
თავხელიძის ქუჩაზე უკანონო მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით მოსახლეობამ გზა გადაკეტა
კატეგორიის სხვა სიახლეები
მედიცინაში გამონაკლისები არ არსებობს. ჩვენ 26 თებერვლიდან ამ დღემდე ვეცადეთ მაქსიმალურად არ ყოფილიყო ქვეყანაში გარდაცვალების შემთხვევა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს მოსალოდნელი იყო , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
13:31 / 04.04.2020
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ პირველ პაციენტს „საკმაოდ მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა“.
13:26 / 04.04.2020
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 157-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5526 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 344 პირი.
13:23 / 04.04.2020
საქართველოში კორონავირუსის შედეგად გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჟურნაისტებს განუცხადა. საუბარია 79 წლის ქალზე, რომელიც კლინიკაში 31 მარტს მოათავსეს. ის მარნეული-ბოლნისის კლასტერის წარმომადგენელი იყო. მისი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკულად ფასდებოდა.
12:51 / 04.04.2020
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ამ დროისთვის, ახალი კორონავირუსის ინფექციით 10 პაციენტია მთავსებული, რომელთაგან 2 არის ახალი პაციენტი. როგორც კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დამატებული ორი ახალი პაციენტიდან ერთი სრულწლოვანია, ხოლო მეორე არასრულწლოვანი - 13 წლის მოზარდი.
12:15 / 04.04.2020
ადრე ძალიან მარტივი იყო წყაროების და კლასტერების დასახელება, მაგრამ უკვე საკმაოდ ბევრია, - ამის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, თითოეული პაციენტის დაინფიცირების პირველწყაროს და ისტორიის გარჩევის ფიზიკური საშუალება უკვე აღარ არის.
11:12 / 04.04.2020
არ არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები საიმისოდ, რომ მოსახლეობის მიერ ნიღბების ტარება რაიმე უპირატესობას შეიცავს. სინამდვილეში, პირიქით, არსებობს საპირისპირო მტკიცებულებები ნიღბების არასწორ გამოყენებასთან და არასწორ ტარებასთან დაკავშირებით- აცხადებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ რაიანი.
01:53 / 04.04.2020
ამერიკაში, ფილადელფიაში მყოფი ქართველი ექიმი, ნინო ქავთარაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. დააავადება თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, მან შემთხვევით გაიკეთა Covid19-ზე ტესტი და აღმოჩნდა, რომ ის დაინფიცირებული იყო. დღეს ამერიკის ერთ-ერთი ლაბორატორიიდან მიღებული პასუხით ორგანიზმში ვირუსი აღარ არის.
01:36 / 04.04.2020
მართალია, საკმაოდ მაცდუნებელია, რომ სახლში კარანტინის დროს უფრო მეტ ალკოჰოლს მიეძალოთ, მაგრამ ჩიკაგოს ლოიოლას უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ექიმი ზომიერებისკენ მოგვიწოდებს, რადგან ბევრ ალკოჰოლს შეუძლია შეამციროს ორგანიზმის ინფექციებთან ბრძოლის უნარი; რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც COVID-19 არ არის.
01:23 / 04.04.2020
თელავში ტაქსის რამდენიმე მძღოლმა კორონავირუსთან საბრძოლველად მარტივი, იაფი და სწრაფი გზა იპოვა. მძღოლებმა საკუთარი მსუბუქი ავტომობილები მგზავრებისგან იზოლირებული გახადეს და უკანა სავარძელი პოლიეთილენის ფარდით გადატიხრეს. ტაქსის მძღოლები ამბობენ, რომ ამ ფორმით ისინი საკუთარ და სხვის ჯანმრთელობაზე ზრუნავენ.
00:41 / 04.04.2020
კალენდარი
×