ურეკში, ზღვაში მამაკაცი დაიხრჩო
ურეკში, ზღვაში მამაკაცი დაიხრჩო
კატეგორიის სხვა სიახლეები
დღეს "ევროპის უნივერსიტეტში", უნივერსიტეტისა და საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით, ესეების კონკურსის პირველი ეტაპი იმართება.

კონკურსის მონაწილეებს საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი და "ევროპის უნივერსიტეტის" რექტორი ნინო ტალიაშვილი მიესალმნენ. ღონისძიებაზე ასევე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი დავით ლომინაშვილი იმყოფებოდა.

როგორც "ევროპის უნივერსიტეტის" რექტორმა ნინო ტალიაშვილმა აღნიშნა, კონკურსის მიმართ დაინტერესება საკმაოდ მაღალია.
11:51 / 06.03.2021
სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში დაბრუნებიდან დღემდე საქართველოს ყველა სკოლაში მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ინფიცირების მაჩვენებელმა კიდევ უფრო იკლო, - ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიმდინარე კვირაში, ინტენსიური მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით, ჩოვიდ-19 მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 0,1%-ს და მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 0,01%-ს დაუდასტურდა.

მშობელთა თხოვნით, ასევე, კოვიდის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით სრულ დისტანციურ სწავლებაზეა 17 სკოლა და 145 ცალკეული კლასი. საქართველოს მასშტაბით რისკ-ჯგუფში მყოფმა 69 მასწავლებელმა მიმართა თხოვნით სკოლის ადმინისტრაციას და დარჩა დისტანციური სწავლების ფორმატში.
11:50 / 06.03.2021
საქართველოში კორონავირუსის 355 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 91 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ოთხი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 19 737 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12 307, „პისიარ“ ტესტით – 7 430.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,8% ბოლო 14 დღის – 1,6%, ბოლო შვიდი დღის – 1,44%.
10:59 / 06.03.2021
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 567-ს შეადგენს.

ამასთან, დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 355 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 91 პაციენტი.

შეგახსენებთ, გუშინ, 5 მარტს საქართველოში კორონავირუსი 390 ადამიანს დაუდასტურდა, 172 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 10 კი გარდაიცვალა.
10:57 / 06.03.2021
​კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,44 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 1,8 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 1,6.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 355 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 91 პაციენტი, გარდაიცვალა ოთხი ადამიანი.
10:55 / 06.03.2021
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტები დარგობრივი სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან გრძელდება. ამჯერად, თეა წულუკიანი ხელოვნების სასახლეს ეწვია და მის ხელმძღვანელობას შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო წინა წლებში იუსტიციის სამინისტროსა და ხელოვნების სასახლის ნაყოფიერ თანამშრომლობას და მუზეუმის სამომავლო გეგმებს, მათ შორის ინფრასტრუქტურული და ინსტიტუციური კიდევ მეტად განვითარების აუცილებლობას.

"საამაყოა, რომ ქვეყანაში ამ რანგის მუზეუმი არსებობს. მომავალში მისი ხელშეწყობისთვის ყველაფერი გაკეთდება", – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
10:44 / 06.03.2021
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის ჩინეთთან ვაქცინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
01:01 / 06.03.2021
კრწანისის რაიონში მდებარე ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკში ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი დააზიანეს. ფაქტი ამ საღამოს დაფიქსირდა. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
23:19 / 05.03.2021
ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით ოფციის განხილვა დაწყებულია, რუსული ვაქცინის შემოტანა კი, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე არ იგეგმება, - ამის შესახებ „რუსთავი2“-ის ეთერში დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
22:59 / 05.03.2021
საშიშია ის ადამიანები, თავის თავს რომ ექსპერტებს უწოდებენ და ბებია თუ ეძახდათ ბავშვობაში მოფერებით ექსპერტებს, არვიცი, მაგრამ ექსპერტი ფასდება თავიანთი პუბლიკაციებით", – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა.
22:08 / 05.03.2021
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
×