საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში, პანდემიებისა და პანდემიებთან ბრძოლის მსოფლიო ისტორიული გამოცდილების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივითა და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის მხარდაჭერით, მოძრავი გამოფენის სახით, კამპანია – „პანდემია, ისტორია და მსოფლიო“გაიხსნა. 25 ოქტომბრიდან გამოფენა ყოველდღიურ რეჟიმში 10-ივე რეგიონში შერჩეულ მუნიციპალიტეტებში გაიმართება. პირველი რეგიონი, რომელიც მოძრავ გამოფენას უმასპინძლებს, კახეთი იქნება. გურჯაანის რაიონში გამოფენა 25 ოქტომბერს, 15:00 საათზე გაიხსნება.