საზოგადოება
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, იწყება ფიქრი დასვენებაზე. სანამ შვებულების დრო მოვა და ზღვისპირა ქალაქში შოკოლადისფერი ნამზეურის მისაღებად გაემგზავრებით, უმჯობესია, კანი რუჯისთვის წინასწარ მოამზადოთ, რათა თავიდან აიცილოთ მზისგან მიღებული დისკომფორტი.
16:27 / 14.06.2021
 
„ახალი ხედვა“ ორთოპედიული პროდუქტების ყველაზე დიდი მაღაზიაა და აქ მრავალფეროვანი პროდუქციაა წარმოდგენილი. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ფიქსატორებს, ორთოპედიულ ბალიშებს, წელის კორსეტებსა და ქამრებს 2012 წლიდან სთავაზობს. აღნიშნული სამედიცინო საშუალებები ძირითადად, ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დეფორმირებისა და დაზიანებების მკურნალობის ან მათი პროფილაქტიკისა დროს გამოიყენება. კომპანია „ახალი ხედვის“ ორთოპედიული მაღაზიები მდებარეობს თბილისში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში.
16:19 / 14.06.2021
 
20 ივნისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +24, +29, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +29, +34 გრადუსი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
15:03 / 14.06.2021
 
ენგურჰესზე ავარიაა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.
13:53 / 14.06.2021
 
ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი 51 კმ-მდე გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია აქტიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
13:47 / 14.06.2021
 
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ივლისი-ოქტომბრის პერიოდში ქვეყანა ვაქცინის 3 მილიონ 200 000-ზე მეტ დოზას მიიღებს. ეს იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინები, კერძოდ „ფაიზერის“, „სინოფარმის“, „სინოვაკის“, „ნოვავაქსის“ და „ჯონსონის-ენდ- ჯონსონის“ ვაქცინები.
13:15 / 14.06.2021
 
„კრისტიან ერიქსენი ამ ქვეყნად აღარ იყო, სანამ ის დეფიბრილატორით უკან არ მოვაბრუნეთ“, - ამის შესახებ დანიის საფეხბურთო ნაკრების ექიმმა განაცხადა. ინფორმაციას nbcnews.com ავრცელებს.
12:44 / 14.06.2021
 
UNICEF-ის ხელმძღვანელმა ღასან ხალილმა ჟურნალისტებს მოუწოდა ნინოწმინდის პანსიონატში ბავშვების თვალთვალი და მათი კითხვებით შეწუხება შეწყვიტონ.
12:13 / 14.06.2021
 
კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი, შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ნიუ ჰოსპიტალსში“ განუცხადეს, ამჟამად კლინიკაში სამი პაციენტია მოთავსებული, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
11:50 / 14.06.2021
 
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 060 პირი ემსხვერპლა.
11:16 / 14.06.2021
 
კალენდარი
×