საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი საკითხები განიხილეს და 11 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერდა 7 ექიმს.
15:56 / 29.11.2022
 
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურე საბერძნეთის ქალაქ ამინდეოში გამართულ ძიუდოს საერთაშორისო ტურნირიდან გამარჯვებული დაბრუნდა. უფროსმა ლეიტენანტმა ლიკა წულუკიძემ ქალთა შორის -52 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა და პირველი ადგილი დაიკავა.
15:23 / 29.11.2022
 
პარლამენტში სპორტის უნივერსიტეტის წარმატებულ სტუდენტებთან და სპორტსმენებთან შეხვედრა გაიმართა.
13:17 / 29.11.2022
 
ჩვენ ძალიან ბევრჯერ გვსმენია კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ „აი, რას შვრება მერია, ავიწროებს ქუჩებს“. მეგობრებო, მერია ქუჩებს არ ავიწროებს
12:02 / 29.11.2022
 
ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს 88 მოქალაქეს შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის გრანტი გადაეცემა.
11:25 / 29.11.2022
 
„აქტიურად მიმდინარეობს რიკოთის საუკუნის პროექტი. მოვინახულეთ ყველა მონაკვეთი. გამორჩეულად დაწინაურებულია ხევი-უბისა და უბისა-შორაპნის მონაკვეთები, სადაც წლის ბოლოსთვის დაგეგმილი პროგრესი 87% და 83% გვექნება და შესაბამისად, ვგეგმავთ დაახლოებით 11კმ-დან 15კმ-მდე გზის მშენებლობის დასრულებას,“-ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ რიკოთის ყველა მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
11:24 / 29.11.2022
 
ჩემ მეგობარს რომ არ ეჩუქებინა ბინა, მე ჩემი სახლი არ მქონდა. მთელი ცხოვრება ვემსახურები ეკლესიას. ვიღაცა იტყვის, რატომ აჩუქეს მამა შალვას? რატომ არ უნდა მქონდეს სახლი? ვიღაცამ იზრუნა ამაზე, მე არ მიზრუნია ჩემით. ღვთის მადლით, გამოჩნდა, კეთილმა ადამიანი, გვაჩუქეს და ის ადამიანები სხვებსაც ეხმარებიან. მოძღვარს რომ აჩუქოს ადამიანმა – ამაში ვერ ვხედავ პრობლემას
10:07 / 29.11.2022
 
,,დღეს პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერდა რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, მათ შორისაა, ინიციატივა საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით ამ მიმართულებით ვითარების გაუმჯობესებას და საბოლოოდ დარეგულირებას,“-ამის შესახებ რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის ახალი პროგრამა, ქვეყნის მასშტაბით, 885 საბავშვო ბაღის მშენებლობასა და რეაბილიტაციას ითვალისწინებს. პროგრამა ეტაპობრუვად განხორციელდება, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.3 მილიარდი ლარი მოხმარდება.
,,სამუშაოები უკვე 2023 წელს დაიწყება, რისთვისაც 100 მილიონი ლარი უკვე გამოყოფილია. ახალი პროგრამის ფარგლებში, საბავშვო ბაღები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და რეაბილიტირდება. მოეწყობა ბაღების შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები. ბაღები სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის,”-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

16:59 / 28.11.2022
 
მიხეილ სააკაშვილი ასე კარგად თუ არის და შეუძლია სიარული, გასვლა, გარეთა პროცესებში მონაწილეობის მიღება, მაშინ კლინიკაში ხომ არ იქნებოდა?! ჩვენ, ექიმები, მივიჩნევთ, რომ ამ ეტაპზე ტრანსპორტირება გამართლებული არ იყო
16:58 / 28.11.2022
 
კალენდარი
×