საზოგადოება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ზაალ მიქელაძეს ნინო ნიჟარაძე შეცვლის, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე იყო.
13:34 / 31.07.2020
 
რაჭაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუშაობას განაგრძობს. როგორც  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან გვაცნობეს, მეხანძრე-მაშველებმა რაჭაში, სტიქიის ზონიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების საშუალებით 225 მოქალაქე გამოიყვანეს.
11:55 / 31.07.2020
 
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 8 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 1 სამედიცინო პერსონალია, 5 შემოტანილი შემთხვევაა, 1 გაჩიანის წყაროა და 1 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია.
11:42 / 31.07.2020
 
საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
11:28 / 31.07.2020
 
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილი ახალი მომსახურებით - *303#, რომელიც საშუალებას იძლევა მობილური ტელეფონით მოქალაქემ მიიღოს კომუნალური მომსახურებების შესახებ ყველა ინფორმაცია, 3 თვეში 200,909 პირმა ისარგებლა. საკომუნიკაციო კომპანიების "მაგთიკომისა" და "სილქნეტის" მიერ მოწოდებული მონაცემების შესაბამისად, *303# მომსახურება გამოიყენა პროგრამაში ჩართული კომუნალური მომსახურების ყველა კომპანიის აბონენტმა.
10:46 / 31.07.2020
 
ვეცდებით, რომ არ იყოს მასშტაბური ჩაკეტვები და ე.წ. ლოქდაუნი მთელი ქვეყნის მასშტაბით, - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მკაცრი კარანტინის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია მთავრობისა და საზოგადოების თანამშროლობა.
05:11 / 31.07.2020
 
ინფექციურ საავადმყოფოში იყო და არის საკმაოდ რთული მდგომარეობა და ეს ქმნის მნიშვნელოვან რისკებს პაციენტების მიღებისთვის,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო საქმეში ჩართულ სხვა უწყებებთან ერთად არსებული პრობლემები უმოკლეს ვადებში მოგვარებას ცდილობს.
23:51 / 30.07.2020
 
ევროკავშირმა მოგზაურობისთვის უსაფრთხო ქვეყნების სია განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას consilium.europa ავრცელებს.
23:36 / 30.07.2020
 
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელის განმარტებით, ზოგიერთ ქვეყნებში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატება ნაწილობრივ გამოწვეულია იმით, რომ ახალგაზრდებმა სიფრთხილე მოადუნეს.
23:30 / 30.07.2020
 
„სრულ ვაკუუმში ვარ, ველოდები გამოძიებას. ჩემი შვილის სიკვდილის მერე არაფერი გამიგია, რა ხდება, რა პროცედურები ტარდება”, – ამის შესახებ გარდაცვლილი პროგრამისტის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედა საუბრობს.
23:08 / 30.07.2020
 
კალენდარი
×