საზოგადოება
ღვთის მსახურებს უფლება გვაქვს, ღვთისმსახურებები აღვავლინოთ, რატომ გახდა ეკლესიის მიმართ მიზანმიმართული ეს ყველაფერი, რომ მაინც და მაინც ეკლესია უნდა დაიკეტოს, მაინც და მაინც ეკლესიაში ზიარება არ უნდა ხდებოდეს, არ მესმის“, - ამის შესახებ არქიმანდრიტმა იოანემ განაცხადა.
16:53 / 04.04.2020
 
გავეცანი სახალხო დამცველის დასკვნას 20 ივნისთან დაკავშირებით და მე იქ ახალი ვერაფერი ვნახე; ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ სახელმწიფოს ჰქონდა ძალის გამოყენების ლეგიტიმური უფლება, რაც ამ დასკვნამ დაადასტურა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
15:35 / 04.04.2020
 
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე იმ აუცილებელ რეკომენდაციებს განმარტავს, რომლის მიხედვითაც კორონავირუსით გარდაცვლილის დაკრძალვა უნდა მოხდეს.
14:52 / 04.04.2020
 
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების იმაზე ნაკლები შემთხვევაა, ვიდრე ამას პროგნოზირებდნენ. როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, საკმაოდ რთული იქნება აპრილისა და მაისის თვის დასაწყისი. ის საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს სოციალური დისტანცირებისკენ.
14:50 / 04.04.2020
 
ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსის, ამირან გოგიტიძის ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ექიმი, რომელსაც გუშინ კორონავირუსი დაუდგინდა, ბოლო მორიგეობაზე, 31 მარტს 11 პაცინტთან იმყოფებოდა, თუმცა მათი დაინფიცირების რისკი თითქმის არ არსებობს, რადგან ექიმი გამოძახებაზე სპეციალური ეკიპირებით იმყოფებოდა.
14:43 / 04.04.2020
 
მედიცინაში გამონაკლისები არ არსებობს. ჩვენ 26 თებერვლიდან ამ დღემდე ვეცადეთ მაქსიმალურად არ ყოფილიყო ქვეყანაში გარდაცვალების შემთხვევა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს მოსალოდნელი იყო , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
13:31 / 04.04.2020
 
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ პირველ პაციენტს „საკმაოდ მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა“.
13:26 / 04.04.2020
 
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 157-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5526 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 344 პირი.
13:23 / 04.04.2020
 
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ამ დროისთვის, ახალი კორონავირუსის ინფექციით 10 პაციენტია მთავსებული, რომელთაგან 2 არის ახალი პაციენტი. როგორც კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დამატებული ორი ახალი პაციენტიდან ერთი სრულწლოვანია, ხოლო მეორე არასრულწლოვანი - 13 წლის მოზარდი.
12:15 / 04.04.2020
 
ადრე ძალიან მარტივი იყო წყაროების და კლასტერების დასახელება, მაგრამ უკვე საკმაოდ ბევრია, - ამის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, თითოეული პაციენტის დაინფიცირების პირველწყაროს და ისტორიის გარჩევის ფიზიკური საშუალება უკვე აღარ არის.
11:12 / 04.04.2020
 
კალენდარი
×