კომუნალურ გადასახადებს იმ აუცილებელი სერვისებისთვის ვიხდით, რომელიც ყოველდღიურად გვჭირდება - ელ.ენერგია, ბუნებრივი აირი, წყალი და დასუფთავება. მათი მოხმარებისთვის ყოველთვიურად ვფარავთ დავალიანებას. ამას ემატება სატელეკომუნიკაციო ხარჯებიც - ტელეფონის, ინტერნეტის და ტელევიზიის სერვისებისთვის. ეს კი ნიშნავს, რომ თვეში ერთხელ ყველა ოჯახს დავალიანებების დაფარვა უწევს. იმისათვის, რომ მათი გადახდა მაქსიმალურად მარტივი და მოსახერხებელი იყოს, თიბისი ფეიმ სწრაფი გადახდების უნივერსალური სისტემა შექმნა, სადაც ყველა ტრანზაქცია მომენტალურად სრულდება და მომხმარებელს ყველა გადახდის შესრულება სულ რამდენიმე წუთში შეუძლია.