საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნია განცხადებით, კოვიდ-19-თან დაკავშირებით სეზონურობის თეორია თუ გამართლდა, ვირუსის მეორე ტალღა შესაძლოა შემოდგომაზე იყოს.
23:29 / 03.06.2020
 
"არსებობს COVID-19-ის მეორე ტალღის აშკარა საფრთხე და თუ ვირუსის შეკავება ვერ მოხდება, ის დამანგრეველი იქნება",- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონალური ოფისის დირექტორმა ჰანს კლიუგემ განაცხადა.
23:17 / 03.06.2020
 
სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის ექიმის ნიკოლოზ ფერაძის ინფორმაციით, ბაგებში მომხდარი სროლის შედეგად დაშავებულებიდან ერთ-ერთს წვივის არეში, ხოლო მეორეს - ბარძაყის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული.
22:59 / 03.06.2020
 
ბაგებში, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან სროლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
22:33 / 03.06.2020
 
თბილისში, ბაგებში სავარაუდოდ, სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან მოხდა.
22:25 / 03.06.2020
 
ჩეხეთი საქართველოს ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყნების კატეგორიაში შეიყვანს. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგასთან დავით ზალკალიანთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
22:22 / 03.06.2020
 
საბურთალოს კლასტერიდან 24 დადებითი შემთხვევაა დადგენილი, დაახლოებით 150-ზე მეტი კონტაქტია გამოკვლეული და კვლევა კიდევ გრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.
18:50 / 03.06.2020
 
გლდანის მერვე მიკრორაიონში, N23, N11, N9 კორპუსების მიმდებარედ სკვერი ეწყობა.
17:06 / 03.06.2020
 
სართიჭალაში, თიბისის მხარდაჭერით, ხილის შესანახი სამაცივრე მეურნეობა - „აგროკომპლექსი" იწყებს ფუნქციონირებას. მისი მოწყობა ჯამში 2 660 000 ლარი დაჯდა, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, 1,5 მილიონი ლარია. აქ, ახლა 15 ადგილობრივია დასაქმებული.
16:59 / 03.06.2020
 
„მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის, ბრალდებულ გიორგი რურუას საქმის პროკურორის, ვასილ სამხარაძის განცხადებით, ცეცხლსასროლი იარაღის კავიდან, სახლეტიდან, ასევე მაყუჩიდან აღებული დნმ-ის კვალი გიორგი რურუას დნმ-ის კვალს ემთხვევა.
16:33 / 03.06.2020
 
კალენდარი
×