საზოგადოება
დიდი ბრიტანეთის დედოფალმა სასექსის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას Sussex Royal-ის ბრენდის გამოყენება აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი ავრცელებს.
00:03 / 20.02.2020
 
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს - „ქართულ მრავალხმიანობასა“ და „ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართული სუფრა)“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა, რაც ხელს შეუწყობს უნიკალური ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციას, მათ შენარჩუნებასა და მომავალი თაობისთვის გადაცემას.
20:34 / 19.02.2020
 
გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი საავადმყოფოდან საპატიმროში გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებასთან ერთად შეკრებილები იყვნენ კობიაშვილის ნათესავები. ისინი აცხადებენ, რომ კობიაშვილს არავის მოკვლა არ სურდა და იგი მხოლოდ თავს იცავდა.
19:33 / 19.02.2020
 
ქართველ კინორეჟისორს, გიორგი შენგელაიას ხვალ, 20 თებერვალს, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში 15:00 საათზე დაკრძალავენ.
19:21 / 19.02.2020
 
ნუცუბიძის IV მ/რ-ში გამავალი საშ/წნევის ქსელის რეკონსტრუქციის მიზნით, ხვალ, 20 თებერვლის 23.00 სთ-დან გაზის მიწოდება შეუწყდება:

19:15 / 19.02.2020
 
არემჯის სასწავლო აკადემიის მოწვევით, კაიძენ ცენტრის (Kaizen Center http://www.kaizencenter.kz/) სპეციალისტებმა კომპანიის სარემონტო-მექანიკური სამსახურის თანამშრომლებისათვის Lean Manufacturing Principles-ის ტრენინგი გამართეს.
16:46 / 19.02.2020
 
ქუთაისის ელექტრომობილების ქარხანა პირველ ელექტრომობილს მიმდინარე წელს გამოუშვებს. ქუთაისში მდებარე ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხანა ერთ-ერთია, რომელსაც 2019 წელს, საინვესტიციო ვალდებულებებით, 68 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონება - მიწა და შენობა 1 ლარად გადაეცა. „ინტერპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ეტაპზეა პროექტი.
16:38 / 19.02.2020
 

„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში ამერიკული „ვენდის“ იმპორტის ქართული პროდუქტებით ჩანაცვლებამ „ვენდის“ რესტორნებს მეტი ერთგული მომხმარებელი შესძინა. „მარშესთან“, „თოლიასთან“, „სმარტთან“ და „ბადაგთან“ თანამშრომლობით ყოველდღიურად ახალი პურით, ხორცით და სხვა ადგილობრივი წარმოების პროდუქტებით შექმნილი „ქართული გემო“ „ვენდის“ მომხმარებლისთვის უფრო მიმზიდველი აღმოჩნდა.

13:39 / 19.02.2020
 
გუდაური–კობის მონაკვეთზე ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო, ზვავსაშიშროების საფრთხის დონე გაიზარდა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.
13:12 / 19.02.2020
 
“აუცილებელია საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უმაღლეს, სინოდალურ დონეზე გააკეთოს უმკაცრესი და ცალსახა განცხადება მოძალადე კაცების წინააღმდეგ”- ამის შესახებ დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში წერს.
02:03 / 19.02.2020
 
კალენდარი
×