საზოგადოება
აეროპორტიდან ქუთაისის ინფექციურ ცენტრში მგზავრი გადაიყვანეს. 20 წლის გოგო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა "ელ ჯი და კომპანიაში" დღის მეორე ნახევარში შეიყვანა.
19:54 / 24.02.2020
 
25 თებერვალს, საქართველოს უმეტეს რაიონებში წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ამის შესახებ “ გარემოს ეროვნული სააგენტოდან გაცნობეს.
19:36 / 24.02.2020
 
ბაკურიანში ახალგაზრდა ქალი სრიალის დროს დაიღუპა.
19:30 / 24.02.2020
 
პატარა ნიკუშა, რომელიც მთელმა საქართველომ პირველ კლასში შესვლისას, ზეიმზე გადაღებული ვიდეოდან გაიცნო და შეიყვარა კვლავ მძიმე მდგომარეობაშია. ინფორმაციას ამის შესახებ "პალიტრავიდეო" ავრცელებს.
19:24 / 24.02.2020
 
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს, მისივე განმარტებით, ვირუსი სასიკვდილო არ არის, თუმცა გავრცელების ტემპების გამო, "დიდი სიფრთხილეა საჭირო".
19:18 / 24.02.2020
 
ჩინეთის ჯანდაცვის უწყების თანახმად, კორონავირუსისგან განკურნებული 200 ადამიანი ვირუსისგან ხელმეორედ დაავადდა. ხელმეორედ დაავადების შემთხვევბი დაფიქსირდა ქალაქ უხანში, რომელიც დაავადების ეპიცენტრად მიიჩნევა.
17:18 / 24.02.2020
 

"თეგეტა მოტორსის" სათავო ოფისში ევროპული ბიზნესასოციაციის EBA-ს ბორდის შეხვედრა გაიმართა, სადაც განიხილეს საქართველოში პროფესიული კადრების დეფიციტი და სხვადასხვა დარგის ჩართულობით აღნიშნული პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობები. შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს თეგეტა აკადემიის, როგორ უნიკალური სასწავლო პლატფორმის, შესაძლებლობებზე, რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის მსგავსი პლატფორმების არსებობა სხვადასხვა ინდუსტრიული პროფილის მიმართულებით. სტუმრებმა დაათვალიერეს "თეგეტა მოტორსის" ინფრასტრუქტურა და სასწავლო ცენტრი.

"თეგეტა აკადემიის შექმნა, სწორედ პროფესიული კადრების დეფიციტით იყო განპირობებული. ამიტომ მოხარულები ვართ, რომ დღეს გვაქვს პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას ავტოსერვისის მიმართულებით. ამასთანავე, გასულ წელს გავხსენით თეგეტა აკადემიის რეგიონალური აკრედიტებული ფილიალი ქ. ბათუმში, რომელიც უზრუნველყოფს აჭარის რეგიონისა და მთლიანად დასავლეთ საქართველოს მასშტაბით კადრების მომზადებას. განათლებაში ინვესტირება არის ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ამ მიმართულებით თეგეტა აკადემია ნამდვილად არის კომპანიის საამაყო და წარმატებული პროექტი. თუ მსგავსი პროფესიული სასწავლებლები გაჩნდება სხვადასხვა ინდუსტრიის მიმართულებით, ეს ძალიან დაეხმარება არა მხოლოდ ბიზნესს, არამედ ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას. ჩვენ მზად ვართ, ამ მიმართულებით ნებისმიერ დაინტერესებულ ბიზნესს გავუზიაროთ გამოცდილება", - განაცხადა "თეგეტა მოტორსის" გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ წერეთელმა.

თეგეტა აკადემია ფუნქციონირებს 2017 წლიდან და წარმოადგენს უნიკალურ სასწავლო პლატფორმას, მისი მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია ქვეყანაში და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება ავტომომსახურების სფეროში. 2019 წლიდან თეგეტა აკადემიას მიენიჭა ავტორიზებული პროფესიული კოლეჯის სტატუსი და წარმოადგენს ერთადერთ ავტორიზებულ კერძო კოლეჯს, რომელიც სთავაზობს სტუდენტებს დუალური განათლების მოდელს, რაც ეფუძნება პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას.

ევროპული ბიზნესასოციაცია EBA 100-ზე მეტ ქართულ და ევროპულ კომპანიას აერთიანებს. ორგანიზაციის ხედვაა, რომ საქართველოში ბიზნესისთვის შეიქმნას ისეთივე გარემო, როგორიც ევროპაშია. მისი მისია ორ მიმართულებას მოიცავს: საქართველოში ევროპული ბიზნესის ადვოკატირება/ლობირება და საქართველოსა და ევროპას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობა.

ევროპული ბიზნესასოციაცია EBA ეთიკის კოდექსით აწესებს მაღალ სტანდარტებს ასოციაციის წევრებისთვის და ევროპული ღირებულებების ქვეშ აერთიანებს კომპანიებს. EBA-ს ხელმძღვანელობენ ის პირები, რომლებიც მართავენ წარმატებულ ევროპულ და ქართულ კომპანიებს. მათი ცოდნისა და გამოცდილების დახმარებით მაღალკვალიფიციურად წარიმართება EBA-ს აქტივობები და ხელი ეწყობა საქართველოში როგორც არსებული ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, ისე ქართული ბიზნესის ევროპის ბაზართან და ევროპულ ღირებულებებთან დაახლოებას.

15:33 / 24.02.2020
 
ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიმდინარეობს მსჯელობა, ახალი კორონავირუსის გამო, პრევენციის თვალსაზრისით, გადაიხედება თუ არა საქართველო-იტალიას შორის საჰაერო მიმოსვლის საკითხი.
14:50 / 24.02.2020
 
"საქართველოში კიდევ მეტად ვაძლიერებთ ე.წ. პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს, შესაბამისად საკოორდინაციო საბჭოში შემავალი ყველა უწყება მუშაობას აძლიერებს ", -ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.
14:46 / 24.02.2020
 
ბორჯომში, სამი წლის ბავშვი სასტუმროს აივნიდან გადავარდა. შემთხვევა 24 თებერვალს მოხდა. თვითმხილველების თქმით, მცირეწლოვანი მეორე სართულის აივნიდან ჩამოვარდა.
14:00 / 24.02.2020
 
კალენდარი
×