თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, არქივის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. არსებული ინფორმაციით, არქივთან ახლოს მდებარე საწყობი იწვის.
ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
interpressnews.ge