აფხაზეთში, რიწის პარკში რუსი ტურისტი დაიღუპა. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.
დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, 4 ივნისს დღის საათებში იუფშარის კანიონზე ქვათა ცვენა დაიწყო და ნამსხვრევები მიმავალ ავტომობილს დაეცა.
შედეგად რუსეთის ფედერაციის პენზის ოლქის 27 წლის მცხოვრები ვლადისლავ ვიშნიაკოვი დაიღუპა, 28 წლის ალბინა კოპეევა კი ფეხის მოტეხილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.